https://sputnik-georgia.com/20211108/kuchava-zalis-gamoyeneba-ar-igegmeba-261891482.html
კახა კუჭავა: არანაირი ძალის გამოყენება არ იგეგმება
კახა კუჭავა: არანაირი ძალის გამოყენება არ იგეგმება
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. არანაირი ძალის გამოყენება არ იგეგმება, სამართალდამცველები მობილიზებული არიან იმიტომ, რათა მშვიდობიანი აქციის ჩატარების საშუალება... 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T19:45+0400
2021-11-08T19:45+0400
2021-11-08T22:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411420_0:60:1280:780_1920x0_80_0_0_66024ebc3f2f82569dec6055526f6278.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. არანაირი ძალის გამოყენება არ იგეგმება, სამართალდამცველები მობილიზებული არიან იმიტომ, რათა მშვიდობიანი აქციის ჩატარების საშუალება მიეცეს ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის ადმინისტრაციულ შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მობილიზება ხორციელდება.დღეს თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები სამომავლო მოქმედების გეგმას გამოაცხადებენ. მანამდე კი შაბათს, 6 ნოემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24-საათიანი ვადა მისცა. დაახლოებით 40 წუთის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა. ბოლო დღეებში საპროტესტო აქციები პრაქტიკულად ყოველდღე ტარდება. ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აქციების ორგანიზატორები ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. სუსის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, რუსთავსა და თბილისში 6 ნოემბერს დაწყებული პერმანენტული აქციების ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას. კერძოდ, მათ სურთ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენობების ბლოკირება ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელის შეშლის მიზნით.
https://sputnik-georgia.com/20211108/mixeil-saakasvili-gldanis-cixis-saavadmyofodsi-gadayvanes-261890644.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411420_211:39:1280:840_1920x0_80_0_0_f77d9b6b1124c559a90e9fe4918fc299.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. არანაირი ძალის გამოყენება არ იგეგმება, სამართალდამცველები მობილიზებული არიან იმიტომ, რათა მშვიდობიანი აქციის ჩატარების საშუალება მიეცეს ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის ადმინისტრაციულ შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მობილიზება ხორციელდება.
„პარლამენტი ამ ძალის მობილიზებას არ ახდენს, ამის არც რესურსი და არც უფლებამოსილება არ გვაქვს. შესაბამისი სამსახურები ახდენენ პოლიციური ძალების მობილიზებას, რათა სრულად იქნას დაცული მართლწესრიგი. მე იმედი მაქვს, აქცია არ გასცდება მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების ფარგლებს. თუ იქნება გადაცდომა, სამართალდამცველების მხრიდან ამ ქმედებას შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადა კუჭავამ ჟურნალისტებთან.
დღეს თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები სამომავლო მოქმედების გეგმას გამოაცხადებენ. მანამდე კი შაბათს, 6 ნოემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24-საათიანი ვადა მისცა.
დაახლოებით 40 წუთის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა
დაადასტურა.
ბოლო დღეებში საპროტესტო აქციები პრაქტიკულად ყოველდღე ტარდება. ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აქციების ორგანიზატორები ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. სუსის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, რუსთავსა და თბილისში 6 ნოემბერს დაწყებული პერმანენტული აქციების ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას. კერძოდ, მათ სურთ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენობების ბლოკირება ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელის შეშლის მიზნით.