https://sputnik-georgia.com/20211108/mandaturis-samsaxurma-skolebshi-uprecedento-proeqti-daiwyo-261889530.html
მანდატურის სამსახურმა სკოლებში უპრეცედენტო პროექტი დაიწყო
მანდატურის სამსახურმა სკოლებში უპრეცედენტო პროექტი დაიწყო
Sputnik საქართველო
საპილოტო პროექტი განხორციელდება საქართველოს 29 საჯარო სკოლაში – აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და თბილისში. 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T19:00+0400
2021-11-08T19:00+0400
2021-11-08T21:47+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250764768_0:156:3091:1894_1920x0_80_0_0_97c4b6b7f6229d8069c3145fa79dd269.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის განხორციელება დაიწყო, ნათქვამია მანდატურის სამსახურის განცხადებაში.სასკოლო მედიაციის კონცეფცია და წესი მანდატურის სამსახურმა ევროპელ და ადგილობრივ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა. სასკოლო მედიაცია არის სრულიად ახლებური მიდგომა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და წარმატებული დასავლური პრაქტიკა.„სასკოლო მედიაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, სასკოლო კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია. მედიაციის მიზანია ადრეული და ეფექტური ჩარევით კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა, პროაქტიული რეაგირება და პრევენცია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული მედიატორები – ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები გაუძღვებიან.საპილოტო პროექტი განხორციელდება საქართველოს 29 საჯარო სკოლაში – აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და თბილისში.
https://sputnik-georgia.com/20190905/mandaturis-samsaxuri-skolebis-80-imuSavebs-246414876.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250764768_179:0:2910:2048_1920x0_80_0_0_6c804d4ecb3a94ca7aa5fee3167d6fc7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მანდატურის სამსახურმა სკოლებში უპრეცედენტო პროექტი დაიწყო
19:00 08.11.2021 (განახლებულია: 21:47 08.11.2021) საპილოტო პროექტი განხორციელდება საქართველოს 29 საჯარო სკოლაში – აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და თბილისში.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის განხორციელება დაიწყო,
ნათქვამია მანდატურის სამსახურის განცხადებაში.
სასკოლო მედიაციის კონცეფცია და წესი მანდატურის სამსახურმა ევროპელ და ადგილობრივ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა. სასკოლო მედიაცია არის სრულიად ახლებური მიდგომა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და წარმატებული დასავლური პრაქტიკა.
„სასკოლო მედიაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, სასკოლო კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია. მედიაციის მიზანია ადრეული და ეფექტური ჩარევით კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა, პროაქტიული რეაგირება და პრევენცია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული მედიატორები – ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები გაუძღვებიან.
საპილოტო პროექტი განხორციელდება საქართველოს 29 საჯარო სკოლაში – აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და თბილისში.