https://sputnik-georgia.com/20211108/magniumis-deficitis-simptomebi-daagdent-analizebiscabarebis-garese-261883884.html
დაადგენთ ანალიზების გარეშეც: მაგნიუმის დეფიციტის მეტყველი სიმპტომები
დაადგენთ ანალიზების გარეშეც: მაგნიუმის დეფიციტის მეტყველი სიმპტომები
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თუ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია, ეს გარკვეული სიმპტომებით შეიძლება დადგინდეს — სამედიცინო ანალიზების გარეშე, აცხადებს ნუტრიციოლოგი... 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T15:42+0400
2021-11-08T15:42+0400
2021-11-08T19:57+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250892320_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_1129754d82ad869217a0951701ba786e.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თუ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია, ეს გარკვეული სიმპტომებით შეიძლება დადგინდეს — სამედიცინო ანალიზების გარეშე, აცხადებს ნუტრიციოლოგი ოლგა კოვინენკო.მისი თქმით, სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტის დეფიციტი შეიძლება მარტივი დაკვირვებებით გამოავლინოთ.თუ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია, ჩნდება შემდეგი სიმპტომები:მოუსვენარი ფეხების სინდრომი — ეს არის მდგომარეობა, რომელიც ფეხების მუდმივი მოძრაობის დაუოკებელი სურვილით გამოიხატება. ამის მიზეზია ფეხებში გაჩენილი უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც უმეტესად საღამოობით ან ღამღამობით ჩნდება, ჯდომის ან წოლის დროს. მოძრაობა დისკომფორტს მხოლოდ დროებით ამსუბუქებს და შესაძლოა ადამიანს კარგად გამოძინების საშუალებასაც არ აძლევდეს.გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, მაგნიუმის დეფიციტის გამო ადამიანი იოლად ღიზიანდება წვრილმანებზეც კი, ეუფლება შფოთვა და პანიკური შეტევები, უჭირს დაძინება.როგორც ნუტრიციოლოგი ამბობს, მაგნიუმი ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფაზე აგებს პასუხს. ამიტომ მისი უკმარისობა აჩენს ბევრი ჭამის სურვილს, განსაკუთრებით, ტკბილეულისა.ამასთან მაგნიუმის დეფიციტის დროს, გარდა კუნთებისა, სპაზმები ემართება თავის ტვინის სისხლძარღვებსაც, ირღვევა ქსოვილებში საკვებისა და ჟანგბადის მიწოდება, რის გამოც იწყება კიდეც თავის ტკივილები.
https://sputnik-georgia.com/20210928/iodis-deficitis-dadgena-analizebis-garese-259970626.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250892320_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_fa30cf4b8f84cf2dabef2e64143f1cf6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თუ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია, ეს გარკვეული სიმპტომებით შეიძლება დადგინდეს — სამედიცინო ანალიზების გარეშე,
აცხადებს ნუტრიციოლოგი ოლგა კოვინენკო.
მისი თქმით, სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტის დეფიციტი შეიძლება მარტივი დაკვირვებებით გამოავლინოთ.
თუ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია, ჩნდება შემდეგი სიმპტომები:
მოუსვენარი ფეხების სინდრომი — ეს არის მდგომარეობა, რომელიც ფეხების მუდმივი მოძრაობის დაუოკებელი სურვილით გამოიხატება. ამის მიზეზია ფეხებში გაჩენილი უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც უმეტესად საღამოობით ან ღამღამობით ჩნდება, ჯდომის ან წოლის დროს. მოძრაობა დისკომფორტს მხოლოდ დროებით ამსუბუქებს და შესაძლოა ადამიანს კარგად გამოძინების საშუალებასაც არ აძლევდეს.
კუნთების კრუნჩხვები, ტიკები, ტრემორი;
თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა;
თავის ტკივილი და გულის ტკივილი;
ქრონიკული დაღლილობა (ადამიანი ახლად გაღვიძებულზეც კი ვერ გრძნობს, რომ ორგანიზმმა დაისვენა).

28 სექტემბერი 2021, 15:36
გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, მაგნიუმის დეფიციტის გამო ადამიანი იოლად ღიზიანდება წვრილმანებზეც კი, ეუფლება შფოთვა და პანიკური შეტევები, უჭირს დაძინება.
როგორც ნუტრიციოლოგი ამბობს, მაგნიუმი ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფაზე აგებს პასუხს. ამიტომ მისი უკმარისობა აჩენს ბევრი ჭამის სურვილს, განსაკუთრებით, ტკბილეულისა.
ამასთან მაგნიუმის დეფიციტის დროს, გარდა კუნთებისა, სპაზმები ემართება თავის ტვინის სისხლძარღვებსაც, ირღვევა ქსოვილებში საკვებისა და ჟანგბადის მიწოდება, რის გამოც იწყება კიდეც თავის ტკივილები.