სიტუაცია ფეთქებადსაშიშია: „ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnikპარტია "ლელო"
პარტია ლელო  - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
„ლელო“ მზადაა დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში, აცხადებენ პარტიაში.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას სთავაზობს – გადადგას შემხვედრი ნაბიჯები და დაუყოვნებლივ დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
როგორც „ლელოში" აღნიშნავენ, ქვეყანაში დაძაბულობა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დაიწყო, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული შიმშილობის ფონზე სულ უფრო ღრმავდება.

„გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ", – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამ ვითარებაში, რაც უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, აუცილებელია გონიერი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, აღნიშნავენ პარტიაში.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
„ქართული ოცნება" ოპოზიციის ულტიმატუმს პასუხობს
„ლელო" მიმართავს ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების მოსაძებნად. ყოველმა დაკარგულმა წუთმა შეიძლება დრამატულად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს ბედი. "ლელო" მზადაა დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში", – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ბოლო დღეებში საპროტესტო აქციები პრაქტიკულად ყოველდღე ტარდება. ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აქციების ორგანიზატორები ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. სუსის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, რუსთავსა და თბილისში 6 ნოემბერს დაწყებული პერმანენტული აქციების ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებებისა და რუსთავის მე-12 ციხისკენ მიმავალი გზების ბლოკირებას. კერძოდ, მათ სურთ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენობების ბლოკირება ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელის შეშლის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0