https://sputnik-georgia.com/20211108/ekaterine-gorgozem-wta-s-reitinsi-piradi-rekordi-daamyara-261894259.html
ეკატერინე გორგოძემ WTA-ს რეიტინგში პირადი რეკორდი დაამყარა
ეკატერინე გორგოძემ WTA-ს რეიტინგში პირადი რეკორდი დაამყარა
Sputnik საქართველო
გორგოძისა და რუმინელი ირინა ბარას წყვილმა ბუენოს-აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგში გამარჯვება მოიპოვა. 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T20:53+0400
2021-11-08T20:53+0400
2021-11-09T09:00+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252481353_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_571a575a50ee2aa4b6723fe1698370e3.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წყვილთა შორის WTA-ს განახლებულ რეიტინგში ცხრა პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 69-ე ადგილზეა, რაც კარიერაში მისი საუკეთესო მაჩვენებელია.არგენტინაში, ბუენოს-აირესში WTA-ს სერიის ტურნირის ფინალში გორგოძემ რუმინელ ირინა ბარასთან ერთად არგენტინულ/ბერძნული მარია კარლე (არგენტინა)/დესპინა პაპამიხაილის (საბერძნეთი) წყვილი სამ სეტში ანგარიშით 5:7, 7:5, 10:4 დაამარცხა. გორგოძე და ბარა ბუენოს-აირესის ტურნირზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილი.აღსანიშნავია, რომ 29 წლის გორგოძე წყვილთა თანრიგში საქართველოში პირველ ადგილზეა, რადგან ოქსანა კალაშნიკოვამ განახლებულ რეიტინგში ერთბაშად 18 პოზიცია დაკარგა და 88-ე ადგილზე გადაინაცვლა.ნიშანდობლივია, რომ გორგოძისთვის ეს ზედიზედ მეორე მოგებული ტიტულია. ერთი კვირის წინ იმავე ბარასთან ერთად ქართველმა ჩოგბურთელმა რუმინეთის კლუჟეს ტურნირი მოიგო. წყვილმა დაამარცხა ალექსანდრე კრუნიჩისა (სერბეთი) და ლესლი კერკჰოვეს (ნიდერლანდი) წყვილი სამ პარტიაში – 4:6, 6:1, 11:9.
https://sputnik-georgia.com/20211101/gorgozem-da-bolqvazem-ruminetsa-da-safrangetshi-warmatebas-miagwies-261676885.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252481353_120:0:2851:2048_1920x0_80_0_0_b645431224b11ad0df2a031454675567.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ეკატერინე გორგოძემ WTA-ს რეიტინგში პირადი რეკორდი დაამყარა
20:53 08.11.2021 (განახლებულია: 09:00 09.11.2021) გორგოძისა და რუმინელი ირინა ბარას წყვილმა ბუენოს-აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგში გამარჯვება მოიპოვა.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წყვილთა შორის
WTA-ს განახლებულ რეიტინგში ცხრა პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 69-ე ადგილზეა, რაც კარიერაში მისი საუკეთესო მაჩვენებელია.
არგენტინაში, ბუენოს-აირესში WTA-ს სერიის ტურნირის ფინალში გორგოძემ რუმინელ ირინა ბარასთან ერთად არგენტინულ/ბერძნული მარია კარლე (არგენტინა)/დესპინა პაპამიხაილის (საბერძნეთი) წყვილი სამ სეტში ანგარიშით 5:7, 7:5, 10:4 დაამარცხა. გორგოძე და ბარა ბუენოს-აირესის ტურნირზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილი.
აღსანიშნავია, რომ 29 წლის გორგოძე წყვილთა თანრიგში საქართველოში პირველ ადგილზეა, რადგან ოქსანა კალაშნიკოვამ განახლებულ რეიტინგში ერთბაშად 18 პოზიცია დაკარგა და 88-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ნიშანდობლივია, რომ გორგოძისთვის ეს ზედიზედ მეორე მოგებული ტიტულია. ერთი კვირის წინ იმავე ბარასთან ერთად ქართველმა ჩოგბურთელმა რუმინეთის კლუჟეს ტურნირი მოიგო. წყვილმა დაამარცხა ალექსანდრე კრუნიჩისა (სერბეთი) და ლესლი კერკჰოვეს (ნიდერლანდი) წყვილი სამ პარტიაში – 4:6, 6:1, 11:9.