https://sputnik-georgia.com/20211101/gorgozem-da-bolqvazem-ruminetsa-da-safrangetshi-warmatebas-miagwies-261676885.html
გორგოძემ და ბოლქვაძემ რუმინეთისა და საფრანგეთის ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს
გორგოძემ და ბოლქვაძემ რუმინეთისა და საფრანგეთის ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს
Sputnik საქართველო
გორგოძისთვის აღნიშნული წარმატება მიმდინარე შემოდგომაზე წყვილებში მესამე გამარჯვებაა, ბოლქვაძისთვის კი ITF-ის ეგიდით ტურნირებში მეცხრე წარმატება. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T11:17+0400
2021-11-01T11:17+0400
2021-11-01T16:32+0400
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252481320_0:0:2764:1555_1920x0_80_0_0_58b6dec58d98bdd3a22727b025a750b8.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ რუმინეთსა და საფრანგეთში წყვილთა თანრიგის ტურნირებზე გამარჯვება მოიპოვეს.ეკატერინე გორგოძე რუმინელ ირინა ბარასთან წყვილში რუმინეთის ქალაქ კლუჟში WTA-ს ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართულ-რუმინულმა წყვილმა ფინალში სერბულ-ნიდერლანდური წვილი ალექსანდრა კრუნიჩი და ლესლი პატინამა კერხოვე სამ სეტში – 4:6, 6:1, 11:9 დაამარცხა. გორგოძისთვის აღნიშნული წარმატება ამ შემოდგომაზე წყვილებში მესამე გამარჯვებაა. სექტემბერში ქართველმა ჩოგბურთელმა ისევ ბარასთან ერთად კარლსრუეში, ხოლო ვალენსიაში ბელგიელ ისალინ ბონავანტიურთან წყვილში წარმატებას მიაღწია.რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძემ, მან ბრიტანელ სამანტა მარისთან ერთად წყვილში საფრანგეთის ITF-ის სერიის ტურნირში გაიმარჯვა. ქართულ–ბრიტანულმა წყვილმა გადამწყვეტი მატჩი ფრანგებთან – ოდრი ალბისთან და ლეოლია ჟინჟინთან ჩაატარა და მოწინააღმდეგე ორ სეტში – 7:6, 6:0 დაამარცხა.აღნიშნული წარმატება 23 წლის ბოლქვაძისთვის ITF-ის ეგიდით წყვილებში კარიერაში მეცხრე გამარჯვებაა. ბოლოს მიმდინარე სეზონზე ბოლქვაძემ და რუსმა ეკატერინა იაშინამ წარმატებას ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გამართულ ტურნირზე მიაღწიეს.
https://sputnik-georgia.com/20211030/cogburti-gorgoze-wyvilta-tanrigsifinalsi-iasparezebs-261636719.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252481320_0:0:2456:1842_1920x0_80_0_0_558c8a713de73e9058092275c10475ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
გორგოძემ და ბოლქვაძემ რუმინეთისა და საფრანგეთის ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს
11:17 01.11.2021 (განახლებულია: 16:32 01.11.2021) გორგოძისთვის აღნიშნული წარმატება მიმდინარე შემოდგომაზე წყვილებში მესამე გამარჯვებაა, ბოლქვაძისთვის კი ITF-ის ეგიდით ტურნირებში მეცხრე წარმატება.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ რუმინეთსა და საფრანგეთში წყვილთა თანრიგის ტურნირებზე გამარჯვება მოიპოვეს.
ეკატერინე გორგოძე რუმინელ ირინა ბარასთან წყვილში რუმინეთის ქალაქ კლუჟში WTA-ს ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართულ-რუმინულმა წყვილმა ფინალში სერბულ-ნიდერლანდური წვილი ალექსანდრა კრუნიჩი და ლესლი პატინამა კერხოვე სამ სეტში – 4:6, 6:1, 11:9 დაამარცხა.
გორგოძისთვის აღნიშნული წარმატება ამ შემოდგომაზე წყვილებში მესამე გამარჯვებაა. სექტემბერში ქართველმა ჩოგბურთელმა ისევ ბარასთან ერთად კარლსრუეში, ხოლო ვალენსიაში ბელგიელ ისალინ ბონავანტიურთან წყვილში წარმატებას მიაღწია.
რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძემ, მან ბრიტანელ სამანტა მარისთან ერთად წყვილში საფრანგეთის ITF-ის სერიის ტურნირში გაიმარჯვა. ქართულ–ბრიტანულმა წყვილმა გადამწყვეტი მატჩი ფრანგებთან – ოდრი ალბისთან და ლეოლია ჟინჟინთან ჩაატარა და მოწინააღმდეგე ორ სეტში – 7:6, 6:0 დაამარცხა.
აღნიშნული წარმატება 23 წლის ბოლქვაძისთვის ITF-ის ეგიდით წყვილებში კარიერაში მეცხრე გამარჯვებაა. ბოლოს მიმდინარე სეზონზე ბოლქვაძემ და რუსმა ეკატერინა იაშინამ წარმატებას ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გამართულ ტურნირზე მიაღწიეს.