https://sputnik-georgia.com/20211108/----261890294.html
პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
Sputnik საქართველო
საკანონდებლო ორგანოში შესვლა შეიზღუდება ყველასთვის, გარდა მასმედიის წარმომადგენლებისა. 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T18:52+0400
2021-11-08T18:52+0400
2021-11-08T21:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251577113_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_12586faaaeeaaf50c17b6e6a35357f1f.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საღამოს თბილისის ცენტრში გაიმართება. საკანონდებლო ორგანო დაიკეტება ყველასთვის, მასმედიის წარმომადგენლების გარდა.ოპოზიციის მიტინგი თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც მანამდე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, მხარდამჭერებს შემდგომ სამოქმედო გეგმას გააცნობენ.გასულ შაბათს ოპოზიციამ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24 საათი მისცა. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ხელისუფლებისადმი ულტიმატუმის წაყენება მიუღებელია.იქვე აღნიშნულია, რომ ამ ზომების მიზანია „შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“.შეზღუდვა წესდება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ ბრძანების საფუძველზე.ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ შიდაპოლიტიკური სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია. თბილისში და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და არ ცნობენ შედეგებს, სააკაშვილმა კი საპატიმროდან „პოსტსაარჩევნო რევოლუცია“ დააანონსა და მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ არეულობას არ დაუშვებს.
https://sputnik-georgia.com/20211108/qartuli-ocneba-opozicias-pasuxobs-261873878.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251577113_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3d00887ca321f6a57cf9adc21633ba02.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
18:52 08.11.2021 (განახლებულია: 21:45 08.11.2021) საკანონდებლო ორგანოში შესვლა შეიზღუდება ყველასთვის, გარდა მასმედიის წარმომადგენლებისა.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საღამოს თბილისის ცენტრში გაიმართება. საკანონდებლო ორგანო დაიკეტება ყველასთვის, მასმედიის წარმომადგენლების გარდა.
ოპოზიციის მიტინგი თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც მანამდე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, მხარდამჭერებს შემდგომ სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
გასულ შაბათს ოპოზიციამ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24 საათი მისცა. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ხელისუფლებისადმი ულტიმატუმის წაყენება მიუღებელია.
„8 ნოემბერს, 18:00 საათიდან... რეგულაციების შესაბამისად, პარლამენტის შენობაში იმოქმედებს დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ამ ზომების მიზანია „შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“.
შეზღუდვა წესდება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ ბრძანების საფუძველზე.
ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ შიდაპოლიტიკური სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია. თბილისში და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და არ ცნობენ შედეგებს, სააკაშვილმა კი საპატიმროდან „პოსტსაარჩევნო რევოლუცია“ დააანონსა და მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ არეულობას არ დაუშვებს.