https://sputnik-georgia.com/20211107/saakasvilis-piradma-eqimma-misi-janmrtelobis-mdgomareobas-kritikuli-uwoda-261860550.html
სააკაშვილის პირადმა ექიმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკული უწოდა
სააკაშვილის პირადმა ექიმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკული უწოდა
Sputnik საქართველო
სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს ექიმების კონსილიუმი და გადაწყდეს შემდგომი მოქმედებები ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით, განაცხადა ყიფშიძემ. 07.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-07T19:43+0400
2021-11-07T19:43+0400
2021-11-07T19:43+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/07/261855281_0:131:1280:852_1920x0_80_0_0_d3b46038d07530ef91187e4847add005.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და რამდენიმე საათში შესაძლოა „კრიტიკულზე კრიტიკული“ გახდეს, განუცხადა ჟურნალისტებს მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.სააკაშვილმა უარი თქვა მედიკამენტებისა და დამხმარე დანამატების მიღებაზე, ასევე ანალიზების გაკეთებაზე.ექიმის თქმით, გარკვეული მაჩვენებლები ყოველ საათში უარესდება და მდგომარეობა ამ მომენტისთვის კრიტიკულია. ყიფშიძემ ექიმთა კონსილიუმს მიმართა თხოვნით, სასწრაფოდ შეიკრიბონ და გადაწყვიტონ, რა უნდა გაკეთდეს.სააკაშვილის კვების საკითხი ამ უქმეებზე მთავარ თემად იქცა. თავდაპირველად იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი იღებს ფაფებს და წვენებს, შემდგომში პენიტენციურმა სამსახურმა დააზუსტა, რომ მსჯავრდებულის მიერ მიღებული პიურე და წვენები საკვებ დანამატებს წარმოადგენს.იმის შესახებ, რომ სააკაშვილს არ შეუწყვეტია შიმშილობა, საქართველოს სახალხო დამცველმაც განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც ის ექიმის კაბინეტში იღებს, შიმშილობის დროს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი და შიმშილობის შეწყვეტას არ ნიშნავს.ამ განცხადებების ფონზე თავად ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექიმების მიერ დანიშნულ დანამატებს და ვიტამინებს აღარ მიიღებს.
https://sputnik-georgia.com/20211106/opoziciam-xelisuflebas-saakasvilis-samoqalaqo-klinikasi-gadayvanistvis-24-saati-misca-261848697.html
https://sputnik-georgia.com/20211106/saxelmwifo-inspeqtori-saakasvilis-amsaxveli-kadrebis-gasajaroebis-kanonierebas-seiswavlis-261847092.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/07/261855281_229:117:1210:852_1920x0_80_0_0_0df89093790faeeae0f4f04b98e5368f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის პირადმა ექიმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკული უწოდა
სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს ექიმების კონსილიუმი და გადაწყდეს შემდგომი მოქმედებები ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით, განაცხადა ყიფშიძემ.
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და რამდენიმე საათში შესაძლოა „კრიტიკულზე კრიტიკული“ გახდეს, განუცხადა ჟურნალისტებს მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
სააკაშვილმა უარი თქვა მედიკამენტებისა და დამხმარე დანამატების მიღებაზე, ასევე ანალიზების გაკეთებაზე.
ექიმის თქმით, გარკვეული მაჩვენებლები ყოველ საათში უარესდება და მდგომარეობა ამ მომენტისთვის კრიტიკულია. ყიფშიძემ ექიმთა კონსილიუმს მიმართა თხოვნით, სასწრაფოდ შეიკრიბონ და გადაწყვიტონ, რა უნდა გაკეთდეს.
სააკაშვილის კვების საკითხი ამ უქმეებზე მთავარ თემად იქცა. თავდაპირველად იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი იღებს ფაფებს და წვენებს, შემდგომში პენიტენციურმა სამსახურმა დააზუსტა, რომ მსჯავრდებულის მიერ მიღებული პიურე და წვენები საკვებ დანამატებს წარმოადგენს.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილს არ შეუწყვეტია შიმშილობა, საქართველოს სახალხო დამცველმაც განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც ის ექიმის კაბინეტში იღებს, შიმშილობის დროს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი და შიმშილობის შეწყვეტას არ ნიშნავს.
ამ განცხადებების ფონზე თავად ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექიმების მიერ დანიშნულ დანამატებს და ვიტამინებს აღარ მიიღებს.