სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის ამსახველი კადრების გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის

© Facebook / Londa Toloraiaსახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის, ხომ არ დაირღვა პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ვიდეოკადრების გავრცელების შედეგად
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო იმ ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა, რომელიც დღეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურმა გაავრცელა და სადაც რუსთავის ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გარკვეული სახის საკვები დანამატების მიღების ფაქტებია აღბეჭდილი.
სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 37-ე დღე შიმშილობს. პარასკევს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი ფაფებს და წვენებს იღებს. აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატებმა და თავად ექს-პრეზიდენტმა უარყვეს.

„არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მსჯავრდებულმა შესაძლოა თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რამაც მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესაძლოა საფრთხის წინაშე დააყენოს.
2021 წლის 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში. სამსახურის განცხადების თანახმად, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, საკვებისა და ნატურალური წვენების მიღების ფაქტი, ხოლო ფოტომასალაზე ასახულია მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული პროდუქტები.
ხელისუფლება, თავის მხრივ, კადრების გავრცელებაში არაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავს.
„ეს კადრები არ არის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის პერსონალური ინფორმაცია, მაგრამ კანონი ამბობს მკაფიოდ, რომ იქ, სადაც არსებობს აღმატებული საზოგადოებრივი ინტერესი, ლეგიტიმურად მიიჩნევა ასეთი პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

დღის თემა

სააკაშვილის კვების საკითხი შაბათი დღის მთავარ თემად იქცა. თავდაპირველად იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი იღებს ფაფებს და წვენებს, შემდგომში პენიტენციურმა სამსახურმა დააზუსტა, რომ მსჯავრდებულის მიერ მიღებული პიურე და წვენები საკვებ დანამატებს წარმოადგენს.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილს არ შეუწყვეტია შიმშილობა, საქართველოს სახალხო დამცველმაც განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც ის ექიმის კაბინეტში იღებს, შიმშილობის დროს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი და შიმშილობის შეწყვეტას არ წარმოადგენს.
ამ განცხადებების ფონზე თავად ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექიმების მიერ დანიშნულ დანამატებს და ვიტამინებს აღარ მიიღებს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
რატომ არ განიხილება უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი: კიევის განმარტება
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0