რატომ არ განიხილება უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი: კიევის განმარტება

© photo: Sputnik / ფოტობანკში გადასვლამიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ იმისათვის, რომ ექსტრადიცია შესაძლებელი იყოს, სააკაშვილზე სისხლის სამართლის საქმე უკრაინაში უნდა იყოს აღძრული.
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არ განიხილავს საქართველოს ექს-პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს არ განიხილავს, იუწყება უკრაინული საინფორმაციო სააგენტო UNN უკრაინის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით.
„უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არ განიხილავს მ. სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს“, - ციტირებს უწყებას სააგენტო.
იუსტიციის სამინისტროში განმარტეს, რომ უკრაინის საპროცესო კოდექსის თანახმად, პირის გადაცემა (ექსტრადიცია) - ესაა პირის გადაცემა იმ სახელმწიფოსთვის, რომლის კომპეტენტური ორგანოების მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან განაჩენის აღსრულების მიზნით ამ პირის ძენმა მიმდინარეობს.
უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, უკრაინისთვის პირის გადაცემის შესახებ შუამდგომლობას ამ კოდექსით და უკრაინის შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნებით ამზადებს პროკურორი, რომელიც სასამართლოს წინა გამოძიების ფარგლებში კანონების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს, ანდა სასამართლო, რომელიც განიხილავს საქმეს ან რომლის მიერ გამოტანილია განაჩენი.
„ამგვარად, პირის უკრაინაში ექსტრადიციის პროცედურის ინიცირება შეიძლება მოხდეს უკრაინის კომპეტენტური ორგანოს მიერ მხოლოდ პირის მიმართ უკრაინის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის საქმისწარმოების ან სასამართლოს განაჩენის არსებობის შემთხვევაში“, - განმარტეს სამინისტროში.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
საქართველოს საზღვარზე უკრაინელი ომბუდსმენი დააბრკოლეს: ნინო ლომჯარია შეშფოთებულია
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური