https://sputnik-georgia.com/20211107/dres-tbilissi-2007-wlis-7-noembris-mitingis-sastik-darbevas-ixseneben-261858033.html
დღეს თბილისში 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის სასტიკ დარბევას იხსენებენ
დღეს თბილისში 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის სასტიკ დარბევას იხსენებენ
Sputnik საქართველო
7 ნოემბრის აქციის მონაწილეები, ასევე მათი ახლობლები და მეგობრები რუსთაველის ცენტრალურ გამზირზე შეიკრიბნენ. 07.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-07T18:30+0400
2021-11-07T18:30+0400
2021-11-07T18:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/07/261857013_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_af7a472c6a5229ea0b1dd4d4f894fafc.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ამ წუთებში თბილისში 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენების ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.რუსთაველის გამზირზე ორი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. დიდ ეკრანზე 14 წლის წინ მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დარბევის კადრებს აჩვენებენ.7 ნოემბრის აქციის მონაწილეები, ასევე მათი ახლობლები და მეგობრები რუსთაველის ცენტრალურ გამზირზე შეიკრიბნენ.„ჩვენი მიზანია გავიხსენოთ ის, რა „ანგელოზებიც" იყვნენ ხელისუფლებაში 14 წლის წინ. და 14 წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას, სადაც ახლა ვართ, ბევრი ცრემლი და სისხლი დაიღვარა. ხალხს რას უშვრებოდნენ?! დღეს კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, არ გინდათ წარსულის გახსენებაო, ვისაუბროთ მომავალზეო. წარსული თუ არ გვემახსოვრება, მომავალი არ გვექნება“, - განაცხადა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა. სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დააკავეს და აწამეს.2007 წლის 7 ნოემბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ძალის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით თბილისში დაარბია რამდენიმე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე იმართებოდა.დღის ბოლოს კი სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც მაშინ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა და მკვეთრად აკრიტიკებდა სააკაშვილის საქმიანობას, რომელიც ხელისუფლებაში იმ მოვლენებამდე სამი წლით ადრე მოვიდა. ტელეკომპანია „იმედში“ პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად დაზიანდა ტექნიკა და მაუწყებლობა გაითიშა.
https://sputnik-georgia.com/20181107/Tbilisis-centri-gadaketilia-dedaqalaqSi-2007-wlis-7-noembers-ixseneben-242843212.html
https://sputnik-georgia.com/20181107/We-made-a-mistake-the-former-government-on-7-November-2007-events-242848029.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/07/261857013_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_03a2707f891ab123834d76b86cfe517a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
დღეს თბილისში 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის სასტიკ დარბევას იხსენებენ
7 ნოემბრის აქციის მონაწილეები, ასევე მათი ახლობლები და მეგობრები რუსთაველის ცენტრალურ გამზირზე შეიკრიბნენ.
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ამ წუთებში თბილისში 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენების ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს, იუწყება
Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.
რუსთაველის გამზირზე ორი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. დიდ ეკრანზე 14 წლის წინ მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დარბევის კადრებს აჩვენებენ.
„მახსოვს 7 ნოემბერი. სასტიკად დაგვარბიეს რიყეზე. გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და ვუთხრათ „არა“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო და მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევა მოაწყო", - განუცხადა Sputnik-საქართველოს აქციის მონაწილემ ამირან დეკანოიძემ.
7 ნოემბრის აქციის მონაწილეები, ასევე მათი ახლობლები და მეგობრები რუსთაველის ცენტრალურ გამზირზე შეიკრიბნენ.
„ჩვენი მიზანია გავიხსენოთ ის, რა „ანგელოზებიც" იყვნენ ხელისუფლებაში 14 წლის წინ. და 14 წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას, სადაც ახლა ვართ, ბევრი ცრემლი და სისხლი დაიღვარა. ხალხს რას უშვრებოდნენ?! დღეს კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, არ გინდათ წარსულის გახსენებაო, ვისაუბროთ მომავალზეო. წარსული თუ არ გვემახსოვრება, მომავალი არ გვექნება“, - განაცხადა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა. სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დააკავეს და აწამეს.
2007 წლის 7 ნოემბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ძალის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით თბილისში დაარბია რამდენიმე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე იმართებოდა.
დღის ბოლოს კი სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც მაშინ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა და მკვეთრად აკრიტიკებდა სააკაშვილის საქმიანობას, რომელიც ხელისუფლებაში იმ მოვლენებამდე სამი წლით ადრე მოვიდა. ტელეკომპანია „იმედში“ პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად დაზიანდა ტექნიკა და მაუწყებლობა გაითიშა.