„ჩვენ შეცდომა დავუშვით“ - ყოფილი ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე

© AP Photo / GEORGE ABDALADZE 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა
 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მწუხარება იმ პოლიტიკოსებმა გამოთქვეს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის სასტიკ დარბევას პოლიტიკური შეცდომა უწოდეს.

თბილისის ცენტრი გადაკეტილია – დედაქალაქში 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებენ >>

2007 წლის 7 ნოემბერს შსს-მ თბილისის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაარბია. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდა. შსს-მ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. საღამოს სპეცრაზმი ოპოზიციურ ტელეარხ „იმედში" შეიჭრა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ მაუწყებლობა გაითიშა. ამ დღეს დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, პოლიციელები. იმ ღამით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

„ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით. ბოდიში“, - დაწერა თბილისის ყოფილმა მერმა, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თავის Facebook-გვერდზე.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მრისხანე პროტესტი და სამარცხვინო ანგარიშსწორება – კალაძე 2007 წლის 7 ნოემბრის შესახებ

ამასთან მან „ფარსი, პროპაგანდა და პოლიტიკური შურისძიება“ უწოდა სასამართლო პროცესს, რომელიც 2007 წლის მოვლენებს უკავშირდება. აქციის დარბევის საქმეში ფიგურირებენ უგულავა, სააკაშვილი, ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა თანამდებობის პირები.

უგულავამ ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის ბრძოლას მხოლოდ წარსულის გახსენებით ახერხებს.

მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ზურაბიშვილის კონკურენტია გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

„2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი“, - დაწერა უგულავამ.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ უგულავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. მან და სააკაშვილის სხვა თანამოაზრეებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს პარტია და თავისი პარტია „ევროპული საქართველო“ შექმნეს.

ტელეკომპანია „იმედი“: ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი... >>

„იმას, რაც 7 ნოემბერს მოხდა, პოლიტიკურად შეცდომა ჰქვია. ქართული საზოგადოების და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ამოცანაა, რომ საქართველოში 7 ნოემბრის მსგავსი მოვლენები აღარასდროს მოხდეს. რა თქმა უნდა, როცა საქმე აქამდე მიდის, ეს ყოველთვის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იქცეოდა მაშინდელი ოპოზიცია ან რას ცდილობდნენ სხვა ძალები - როცა ხელისუფლება ხარ, შენი პასუხისმგებლობაა, რომ საქმე აქამდე არ მიიყვანო და ასევე, ძალის გამოყენებისას კანონის უზენაესობას ჰქონდეს ადგილი. ორივე თვალსაზრისით ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან დიდი ჩავარდნა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

© AP Photo / SHAKH AIVAZOV 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა
„ჩვენ შეცდომა დავუშვით“ - ყოფილი ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე - Sputnik საქართველო
2007 წლის 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა

მკაცრი შეფასებებით გამოირჩეოდა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე. ამასთან მან კომენტარი გააკეთა არა 2007 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ 2009 წლის, როდესაც თბილისის ცენტრში რამდენიმე თვის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური – დაუნდობელი ბრძოლა

„7 ნოემბერსა და მაისში რუსთაველის გამზირი სამი თვე გადაკეტილი იყო. იყო აყროლებული, სანაგვედ ქცეული, სადაც 150 საკანი იდგა. ლოთებიდან, ნარკომანებიდან და პოლიტიკოსებიდან დაწყებული ქვეყნის მთავარ ქუჩას სამი თვის განმავლობაში პარალიზებას უკეთებდნენ...  სისხლიან რეჟიმზე რომ საუბრობთ, თქვენს სისხლიან საქმეებზე ისაუბრეთ. მაჩალიკაშვილს შვილი მოუკალით. თქვენი საარჩევნო დემაგოგია არ გავა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ამ განცხადებით გოცირიძემ პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.

დღეს თბილისში გაიმართა ორი საპროტესტო აქცია, რომელიც მოაწყვეს იმ ადამიანებმა, ვინც 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაშავდა. მათ განაცხადეს, რომ დაუშვებელია ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს და მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0