თბილისის ცენტრი გადაკეტილია – დედაქალაქში 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებენ

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია რუსთაველზე
საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საზოგადოებრივმა მოძრაობამ „არა ნაციზმს!" 2007 წლის 7 ნოემბრის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა ლოზუნგით „მე ვიცავ თავისუფლებას".

2007 წლის 7 ნოემბერს შსს-მ თბილისის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაარბია. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდა. შსს-მ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. საღამოს სპეცრაზმი ოპოზიციურ ტელეარხ „იმედში" შეიჭრა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ მაუწყებლობა გაითიშა. ამ დღეს დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, პოლიციელები. იმ ღამით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მრისხანე პროტესტი და სამარცხვინო ანგარიშსწორება – კალაძე 2007 წლის 7 ნოემბრის შესახებ

მოძრაობის „არა ნაციზმს!" ლიდერებმა ოთხშაბათს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში შეხვედრა გამართეს, მოგვიანებით კი თეატრთან შეკრებილებს მიმართეს. პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც 11 წლის წინანდელი მოვლენების დროს დაშავდნენ, გამოდიოდნენ დიდი ეკრანის ფონზე, რომელზეც აჩვენებდნენ დარბევის კადრებს. გამომსვლელები აცხადებდნენ, რომ დაუშვებელია ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება. თეატრთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, მაგრამ გამზირი ტრანსპორტისთვის მაინც გადაიკეტა.

აქცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე კვირით ადრე გაიმართა. მეორე ტურში გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს.

„ჟურნალისტები მეკითხებიან, რა მოთხოვნები მაქვს. მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნები არ მაქვს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დაუშვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ ზის ციხეში, არამედ გვემუქრება რევანშით, ახალი 7 ნოემბრით, ახალი 26 მაისით, ახალი ძალადობითა და ახალი მკვლელობებით. ეს ამ ხელისუფლების სინდისზეა, მე არანაირი მოთხოვნა არა მაქვს. მაქვს მტკიცე გადაწყვეტილება და სურვილი – პირადად მე, თქვენთან ერთად, არ დავუშვებ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას", – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს სასტიკად სცემეს.

აქციამ 16:00 საათისთვის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გადაინაცვლა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა ია მეტრეველი. ბუტა რობაქიძის საქმემ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

წინასწარი ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 25 ნოემბერს ან 2 დეკემბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0