https://sputnik-georgia.com/20211106/saakasvilma-simsilobis-dros-sakvebi-danamatebis-mireba-daiwyo-penitenciuri-samsaxuri-261845550.html
სააკაშვილმა შიმშილობის დროს საკვები დანამატების მიღება დაიწყო: პენიტენციური სამსახური
სააკაშვილმა შიმშილობის დროს საკვები დანამატების მიღება დაიწყო: პენიტენციური სამსახური
პენიტენციურ სამსახურში ექს-პრეზიდენტის საკნიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოქვეყნების შესაძლებლობას განიხილავენ 06.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-06T19:24+0400
2021-11-06T19:24+0400
2021-11-06T19:24+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/90/238519062_0:108:2951:1768_1920x0_80_0_0_421b9f3b903771f4ec47a96968878f27.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გარკვეულ პერიოდში საკვები დანამატების მიღება დაიწყო, განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა ნიკა ცხვარაშვილმა.სააკაშვილი უკვე 37-ე დღე შიმშილობს. პარასკევს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი ფაფებს და წვენებს იღებს. აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატებმა და თავად ექს-პრეზიდენტმა უარყვეს. ამასთან სააკაშვილმა განაცხადა, რომ უარს აცხადებს ვიტამინებსა და მინერალებზე, რომლებსაც ექიმის დანიშნულებით იღებდა.რაც შეეხება სააკაშვილის საკნიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას, ეს საკითხი განიხილება, აღნიშნა მან.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
https://sputnik-georgia.com/20211106/ratom-ar-ganixileba-ukrainasi-saakasvilis-eqstradiciis-sakitxi-kievis-ganmarteba-261844036.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/90/238519062_213:0:2836:1967_1920x0_80_0_0_46948a8679ce863b46a4f7cbb1bd8857.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
სააკაშვილმა შიმშილობის დროს საკვები დანამატების მიღება დაიწყო: პენიტენციური სამსახური
პენიტენციურ სამსახურში ექს-პრეზიდენტის საკნიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოქვეყნების შესაძლებლობას განიხილავენ
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გარკვეულ პერიოდში საკვები დანამატების მიღება დაიწყო, განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა ნიკა ცხვარაშვილმა.
სააკაშვილი უკვე 37-ე დღე შიმშილობს. პარასკევს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი ფაფებს და წვენებს იღებს. აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატებმა და თავად ექს-პრეზიდენტმა უარყვეს. ამასთან სააკაშვილმა განაცხადა, რომ უარს აცხადებს ვიტამინებსა და მინერალებზე, რომლებსაც ექიმის დანიშნულებით იღებდა.
„პატიმარმა სააკაშვილმა გარკვეული პერიოდია, დაიწყო საკვები დანამატების მიღება, მათ შორის თხევადი და არათხევადი სახით, ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური წვენები, და ეს პერიოდი მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე. ის იღებს ყველა იმ საჭირო კვებით დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის“, – განაცხადა ცხვარაშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილის საკნიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას, ეს საკითხი განიხილება, აღნიშნა მან.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.