სააკაშვილი: არანაირ საკვებს მე არ ვიღებ და ახლა უარს ვაცხადებ ვიტამინებზე

© Facebook / photo: Mikhail Saakashvili / FBმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
ექს-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესმის, რომ ამ გადაწყვეტილებას მოყვება ჯანმრთელობის გაუარესება, მაგრამ ის თავის გადაწყვეტილებას არ შეცლის.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან შიმშილობა შეწყვიტა, და განაცხადა, რომ ექიმების მიერ დანიშნულ ვიტამინებზე უარს აცხადებს.
სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 37-ე დღე შიმშილობს. პარასკევს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი ფაფებს და წვენებს იღებს. აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატებმა და პირადმა ექიმმა უარყვეს.
„30 ოქტომბრის მერე ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ, ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ. დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი სპეკულაცია, უარი ვთქვი არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა“, - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
სააკაშვილის ციხეში ჩანაცვლების სურვილი უგულავას შემდეგ პაატა ბურჭულაძემაც გამოთქვა
ექს-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ესმის, რომ ამ გადაწყვეტილებას მოყვება ჯანმრთელობის გაუარესება, მაგრამ ის თავის გადაწყვეტილებას არ შეცლის.
ამავე დროს სააკაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მის მიერ კუჭზე გადატანილი ოპერაციის შესახებ (გავრცელდა ინფორმაცია კუჭის რეზექციაზე).
„ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა ხუთი წლის წინ და ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი“, - ნათქვამია მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0