https://sputnik-georgia.com/20211106/rustavis-cixestan-policiam-aqciis-monawileebs-scenis-mowyobis-sasualeba-ar-misca-261841211.html
რუსთავის ციხესთან პოლიციამ აქციის მონაწილეებს სცენის მოწყობაშის საშუალება არ მისცა
რუსთავის ციხესთან პოლიციამ აქციის მონაწილეებს სცენის მოწყობაშის საშუალება არ მისცა
Sputnik საქართველო
შსს-ს ინფორმაციით, სცენა დაუბრუნდება კომპანიას, რომელსაც ის ეკუთვნის 06.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-06T14:02+0400
2021-11-06T14:02+0400
2021-11-06T14:02+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261800547_69:178:1268:852_1920x0_80_0_0_f56e9a5d920d058f7dc834be1927be8e.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. რუსთავის ციხის ტერიტორიიდან, სადაც ოპოზიციამ დიდი საპროტესტო აქცია დაგეგმა, პოლიციის თანამშრომლებმა სცენის ასაწყობი ნაწილები აიღეს.ოპოზიცია აქციის დაწყებას 17:00 საათზე გეგმავს. შაბათს დილით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ რუსთავსა და თბილისში პერმანენტული აქციების ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებებისა და რუსთავის მე-12 ციხესთან მისასვლელი გზების ბლოკირებას გეგმავენ, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა და 37-ე დღე შიმშილობს. კერძოდ, მათ სურთ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შენობების ბლოკირება, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.როგორც პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებს ციხის კედელთან, სადაც სააკაშვილი იმყოფება, სცენის დამონტაჟების უფლება არ აქვთ და ამიტომ მათ აქციის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს.მას შემდეგ რაც ორგანიზატორებმა შემოთავაზებულ ალტერნატივაზე უარი თქვეს, პოლიციამ სცენა დაშალა და მისი ნაწილები გაურკვეველი მიმართულებით წაიღო.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
https://sputnik-georgia.com/20211106/iusticiis-ministri-saakasvili-fafebs-irebs-261837321.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261800547_247:181:1142:852_1920x0_80_0_0_c2123271a5eeb655c59cee04eaecb6e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
რუსთავის ციხესთან პოლიციამ აქციის მონაწილეებს სცენის მოწყობაშის საშუალება არ მისცა
შსს-ს ინფორმაციით, სცენა დაუბრუნდება კომპანიას, რომელსაც ის ეკუთვნის
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. რუსთავის ციხის ტერიტორიიდან, სადაც ოპოზიციამ დიდი საპროტესტო აქცია დაგეგმა, პოლიციის თანამშრომლებმა სცენის ასაწყობი ნაწილები აიღეს.
ოპოზიცია აქციის დაწყებას 17:00 საათზე გეგმავს. შაბათს დილით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ რუსთავსა და თბილისში პერმანენტული აქციების ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებებისა და რუსთავის მე-12 ციხესთან მისასვლელი გზების ბლოკირებას გეგმავენ, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა და 37-ე დღე შიმშილობს. კერძოდ, მათ სურთ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შენობების ბლოკირება, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.
როგორც პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებს ციხის კედელთან, სადაც სააკაშვილი იმყოფება, სცენის დამონტაჟების უფლება არ აქვთ და ამიტომ მათ აქციის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს.
მას შემდეგ რაც ორგანიზატორებმა შემოთავაზებულ ალტერნატივაზე უარი თქვეს, პოლიციამ სცენა დაშალა და მისი ნაწილები გაურკვეველი მიმართულებით წაიღო.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.