Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა ეპიდვითარებაა რეგიონებში: ახალი კოვიდ-სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.240-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 748.751-ს მიაღწია.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.240 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.872 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 1.045, კახეთი – 488, შიდა ქართლი – 429, ქვემო ქართლი – 396, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 384, აჭარა – 178, მცხეთა-მთიანეთი – 144, სამცხე-ჯავახეთი – 142, გურია – 105, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 57.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.235 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 684.154-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 68 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.368-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 54.203 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.707 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.577, იმერეთში – 1.448, აჭარაში – 559.
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე: განათლების სამინისტროს ინფორმაცია
1.645 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 350 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 38, იმერეთში – 30. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.313 ადამიანი, მათ შორის 822 – თბილისში, 276 – აჭარაში. 46.183 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 37 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 3.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42.963 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.240-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 748.751-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0