Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე: განათლების სამინისტროს ინფორმაცია

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. გასული ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნებულია. ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი იმყოფება.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი პედაგოგების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,4%-ს დაუდასტურდა. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი, აღნიშნეს უწყებაში.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
გარდაიცვალა 68 ადამიანი: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა
„სამინისტრო სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0