პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliბანერი მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით
ბანერი მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ იღებს საკვებს ექს-პრეზიდენტი ექიმების თანდასწრებით.
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ იღებს რუსთავის ციხეში საკვებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილი უკვე 37-ე დღე შიმშილობს. პარასკევს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი ფაფებს და წვენებს იღებს. აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატებმა და თავად ექს-პრეზიდენტმა უარყვეს. ამასთან სააკაშვილმა განაცხადა, რომ უარს აცხადებს ვიტამინებსა და მინერალებზე, რომლებსაც ექიმის დანიშნულებით იღებდა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
რატომ არ განიხილება უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი: კიევის განმარტება
ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ იღებს საკვებს ექს-პრეზიდენტი ექიმების თანდასწრებით. სავარაუდოდ, ეს ხდება სამედიცინო კაბინეტში და ფოტოებზე დასმული თარიღების მიხედვით, კადრები გადაღებულია 1, 2 და 3 ნოემბერს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყებამ გაავრცელა ასევე იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. ესაა წვენები, ხილისა და ბოსტნეულის პიურე და მშრალი რძე, რომელიც ბავშვთა კვებას განეკუთვნება.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0