მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მამაკაცი გარდაიცვალა: შსს-მ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა. მოქალაქეებმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის დაწყებამდე ერთ-ერთი მომიტინგე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. მის დასახმარებლად მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
აქციის მონაწილეები რუსთავის ციხესთან კარვებს შლიან
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დღეს, რუსთავის ციხესთან, სადაც სასჯელს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სცენასთან შეიკრიბნენ, მათ უკავიათ დროშები და ლოზუნგები „თავისუფლება სააკაშვილს“.
ყველა ახალი ამბავი
0