ზუგდიდში აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

© Sputnik / STRINGERაქცია ზუგდიდში
აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისი ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.
პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძემ და პარტიის მხარდამჭერებმა სუსის შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ იქ სამედიცინო შპრიცები, ფქვილი და პლაკატი მიიტანეს წარწერით – „რევოლუცია“.
ანი წითლიძე სუსის უფროსთან შეხვედრას ითხოვდა და აცხადებდა, რომ შპრიცები და ფქვილი ნარკოტიკების სიმბოლოა, რასაც ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილე ელდარ კეზუა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ის ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
აქცია ზუგდიდში: აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ოთხშაბათსაც გაიმართა. შეკრებილებმა ასევე ადგილობრივი არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. ანი წითლიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებას“ დაჰპირდა, რომ სამეგრელოში და ზუგდიდში ისინი თავს მშვიდად ვერ იგრძნობენ, ყველგან შეხვდებიან წინააღმდეგობის კერებს, რომ „ყოველ საღამოს გუბერნიის შენობასთან, პოლიციასთან, მერიასთან, საკრებულოსთან, ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან მოუწევთ მათ ღამეების გათევა".
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0