https://sputnik-georgia.com/20211104/aqcia-zugdidsi-dapirispireba-261786702.html
აქცია ზუგდიდში: აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
აქცია ზუგდიდში: აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეებს რაიონული ადმინისტრაციის შენობაში ნახვაწის – ღომის ქერქის შეტანა უნდოდათ. 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T13:26+0400
2021-11-04T13:26+0400
2021-11-04T17:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
საქართველოს რეგიონები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261785116_0:143:1280:863_1920x0_80_0_0_f80f202b43b25ad0f0be23fabc15ff42.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საპროტესტო აქცია ზუგდიდის რაიონული ადმინისტრაციის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დამთავრდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც უკვე 35 დღეა პატიმრობაშია და შიმშილობს. აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო.აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის შენობაში შესვლა ნახვაწით – ღომის ქერქით უნდოდათ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.როგორც პარლამენტის დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ განაცხადა, ნახვაწა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სიმბოლოა.წითლიძის თქმით, ისინი „ქართულ ოცნებას“ დაჰპირდნენ, რომ სამეგრელოში და ზუგდიდში ისინი თავს მშვიდად ვერ იგრძნობენ, ყველგან შეხვდებიან წინააღმდეგობის კერებს.ზუგდიდში ოთხშაბათს გაიმართა მიტინგი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. შეკრებილებმა ასევე გააპროტესტეს ადგილობრივი არჩევნების შედეგები.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
https://sputnik-georgia.com/20211104/kidev-ertma-qartvelma-politikosma-saakasvilis-solidarobis-nisnad-simsiloba-gamoacxada-261776146.html
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261785116_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5ba48c0ed89eac8a6e70bec12c346801.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
აქცია ზუგდიდში: აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
13:26 04.11.2021 (განახლებულია: 17:35 04.11.2021) აქციის მონაწილეებს რაიონული ადმინისტრაციის შენობაში ნახვაწის – ღომის ქერქის შეტანა უნდოდათ.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საპროტესტო აქცია ზუგდიდის რაიონული ადმინისტრაციის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დამთავრდა, იუწყება „
Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც უკვე 35 დღეა პატიმრობაშია და შიმშილობს. აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო.
აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის შენობაში შესვლა ნახვაწით – ღომის ქერქით უნდოდათ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.
როგორც პარლამენტის დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ განაცხადა, ნახვაწა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სიმბოლოა.
წითლიძის თქმით, ისინი „ქართულ ოცნებას“ დაჰპირდნენ, რომ სამეგრელოში და ზუგდიდში ისინი თავს მშვიდად ვერ იგრძნობენ, ყველგან შეხვდებიან წინააღმდეგობის კერებს.
„წუხელ ეს წინააღმდეგობის კერა ჰქონდათ აქ, როცა ჩვენი ატანა და მთელი ღამის გათენება მოუწიათ. დილით, როცა იყო შეხლა-შემოხლა და არ შეგვიშვეს გუბერნიის შენობაში, მათი სიმბოლო – ნახვაწა მივიტანეთ. ყოველ საღამოს გუბერნიის შენობასთან, პოლიციასთან, მერიასთან, საკრებულოსთან, ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან მოუწევთ მათ ღამეების გათევა", – განაცხადა ანა წითლიძემ.
ზუგდიდში ოთხშაბათს გაიმართა მიტინგი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. შეკრებილებმა ასევე გააპროტესტეს ადგილობრივი არჩევნების შედეგები.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.