https://sputnik-georgia.com/20211105/ziudo-jaba-papinasvili-finalsia-261821417.html
ძიუდო: ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ფინალში გავიდა
ძიუდო: ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ფინალში გავიდა
Sputnik საქართველო
ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა, თუმცა ორი მათგანი ასპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T16:26+0400
2021-11-05T16:26+0400
2021-11-05T20:45+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
ბაქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/61/244806166_0:97:1840:1132_1920x0_80_0_0_15718f459629d83be681c515e57b4cf8.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე 23 წლის ქართველი ძიუდოისტი ჯაბა პაპინაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.პაპინაშვილი, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს დაუპირისპირდება. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ ეტაპზე უკრაინელი კირილ სამოტუგი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელი ბალაბაი აგაიევი მტკივნეული ილეთით ჩამოიტოვა საჩემპიონო გზიდან. ნახევარფინალში პაპინაშვილს მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანთან მოუწია შეხვედრა, სადაც ვაზარის უპირატესობით მოიგო.დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე კიდევ ორი ძიუდოისტი გავიდა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა იაპონელ იუჯი აიდასთან დათმო და გრანდ სლემს გამოეთიშა. ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა ბაგრატ ნინიაშვილმა, რომელმაც საწყის ეტაპზე აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი დაამარცხა, თუმცა შემდეგ მოლდოველ დენის ვიერუსთან დამატებით დროში წააგო და რეპეშაჟში გადავიდა. მაგრამ ნინიაშვილმა რეპეშაჟის პირველივე ორთაბრძოლა ასევე დამატებით დროში ვაზარით დათმო რუს იაკუბ შამილოვთან.ბაქოში ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.აზერბაიჯანში მიმდინარე გრანდ სლემში, რომელიც დღეს დაიწყო და 7 ნოემბერს დასრულდება, მონაწილეობას 29 ქვეყნის 196 ძიუდოისტი (129 ვაჟი + 67 ქალი) იღებს, საქართველოს ნაკრები ტურნირზე ათი ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.
https://sputnik-georgia.com/20211025/ziudo-qartvelma-veteranebma-warmatebit-iasparezes-261455376.html
საქართველო
ბაქო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/61/244806166_102:0:1739:1228_1920x0_80_0_0_6472d9ef822a1716cd85f3c786038b89.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ბაქო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ბაქო
ძიუდო: ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ფინალში გავიდა
16:26 05.11.2021 (განახლებულია: 20:45 05.11.2021) ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა, თუმცა ორი მათგანი ასპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე 23 წლის ქართველი ძიუდოისტი ჯაბა პაპინაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
პაპინაშვილი, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს დაუპირისპირდება. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ ეტაპზე უკრაინელი კირილ სამოტუგი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელი ბალაბაი აგაიევი მტკივნეული ილეთით ჩამოიტოვა საჩემპიონო გზიდან. ნახევარფინალში პაპინაშვილს მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანთან მოუწია შეხვედრა, სადაც ვაზარის უპირატესობით მოიგო.
დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე კიდევ ორი ძიუდოისტი გავიდა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა იაპონელ იუჯი აიდასთან დათმო და გრანდ სლემს გამოეთიშა. ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა ბაგრატ ნინიაშვილმა, რომელმაც საწყის ეტაპზე აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი დაამარცხა, თუმცა შემდეგ მოლდოველ დენის ვიერუსთან დამატებით დროში წააგო და რეპეშაჟში გადავიდა. მაგრამ ნინიაშვილმა რეპეშაჟის პირველივე ორთაბრძოლა ასევე დამატებით დროში ვაზარით დათმო რუს იაკუბ შამილოვთან.
ბაქოში ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
აზერბაიჯანში მიმდინარე გრანდ სლემში, რომელიც დღეს დაიწყო და 7 ნოემბერს დასრულდება, მონაწილეობას 29 ქვეყნის 196 ძიუდოისტი (129 ვაჟი + 67 ქალი) იღებს, საქართველოს ნაკრები ტურნირზე ათი ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.