ძიუდო: ქართველმა ვეტერანებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

© Facebook / International Judo Federationალექსი დავითაშვილი
ალექსი დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
ვეტერანმა ქართველმა ძიუდოისტებმა პორტუგალიის დედაქალაქში ხუთი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი აიღეს.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ვეტერან ძიუდოისტთა შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა.
ძიუდოისტები ტურნირზე სხვადასხვა წონითა და ასაკის კატეგორიებში მონაწილეობდნენ. მსოფლიოს ჩემპიონობა ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ, M4), პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ, M1), მამუკა კურდღელაშვილმა (60 კგ, M5), გიგლა ალიბეგაშვილმა (66 კგ, M5) და ვასილ ბერუაშვილმა (66 კგ, M2) მოიპოვეს.
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს
აღსანიშნავია, რომ ალექსი დავითაშვილი, რომელიც მძიმე წონაში M4 ასაკის ძიუდოისტებს შორის გამოდიოდა მსოფლიო ჩემპიონი უკვე მეხუთედ გახდა.
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ იოსებ მარგველაშვილი (90 კგ, M3), ლევან გოგინაშვილი (+100 კგ, M3) და გიორგი მოდებაძე (100 კგ, M2). რაც შეეხება ბრინჯაოს პრიზიორებს, მესამე ადგილს ელგუჯა გვასალია (90 კგ, M6), ნუგზარ კოჭლამაზაშვილი (81 კგ, M4) და ანზორ შეღვიაშვილი (+100 კგ, M1) დასჯერდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0