https://sputnik-georgia.com/20211017/parizis-grand-slemze-qartvelma-ziudoistebma-sami-medali-moipoves-260627413.html
პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს
პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს
Sputnik საქართველო
საერთო ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში ოთხი მედალი აიღეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა 17.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-17T22:16+0400
2021-10-17T22:16+0400
2021-10-17T22:16+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252437833_0:0:1672:940_1920x0_80_0_0_a2c05a18c1303d3cb6971b74b76564b3.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში გრანდ სლემის სერიის ტურნირის დასკვნით დღეს სამი მედალი მოიპოვეს.ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) და ონისე სანებლიძემ (-100 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ სასაკი ტაკეშისთან დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტისთვის ეს პირველი ვერცხლია გრანდ სლემის სერიის ტურნირებზე. მანამდე გრიგალაშვილს აქტივში ჰქონდა ერთი გამარჯვება და ორი მესამე ადგილი.რაც შეეხება მაისურაძეს, ქართველმა ძიუდოისტმა დიდი სლემის ბრინჯაო კარიერაში მესამედ მოიპოვა, ხოლო სანებლიძისთვის ეს პირველი კვარცხლბეკია მსგავსი დონის ტურნირებზე.საერთო ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში ოთხი მედალი აიღეს. მანამდე ეთერ ლიპარტელიანი 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულია იაპონიის ნაკრები, რომლის ანგარიშზეა 11 ჯილდო (7-2-2). მეორე ადგილი დაიკავეს რუსეთის წარმომადგენლებმა (2-2-0), ხოლო პორტუგალია მესამე ადგილზეა (1-0-1).
https://sputnik-georgia.com/20211016/ziudo-eter-lipartelianma-parizsi-brinjaos-medali-moipova-260615779.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252437833_0:0:1552:1164_1920x0_80_0_0_6ff1fbc74cfef978e61f49dcecef448f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს
საერთო ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში ოთხი მედალი აიღეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში გრანდ სლემის სერიის ტურნირის დასკვნით დღეს სამი მედალი მოიპოვეს.
ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) და ონისე სანებლიძემ (-100 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ სასაკი ტაკეშისთან დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტისთვის ეს პირველი ვერცხლია გრანდ სლემის სერიის ტურნირებზე. მანამდე გრიგალაშვილს აქტივში ჰქონდა ერთი გამარჯვება და ორი მესამე ადგილი.
რაც შეეხება მაისურაძეს, ქართველმა ძიუდოისტმა დიდი სლემის ბრინჯაო კარიერაში მესამედ მოიპოვა, ხოლო სანებლიძისთვის ეს პირველი კვარცხლბეკია მსგავსი დონის ტურნირებზე.
საერთო ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში ოთხი მედალი აიღეს. მანამდე ეთერ ლიპარტელიანი 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულია იაპონიის ნაკრები, რომლის ანგარიშზეა 11 ჯილდო (7-2-2). მეორე ადგილი დაიკავეს რუსეთის წარმომადგენლებმა (2-2-0), ხოლო პორტუგალია მესამე ადგილზეა (1-0-1).