მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კვლევა: ზემდიდარი ადამიანები ეკოლოგიური ვანდალებივით ცხოვრობენ

© Pixabay / geralt
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოს ზემდიდარი ადამიანები „ეკოლოგიური ვანდალებივით“ ცხოვრობენ, ნათქვამია საქველმოქმედო ორგანიზაციების გაერთიანება Oxfam-ის კვლევაში.
ამის მიზეზად დასახელებულია ის ფაქტი, რომ ზემდიდარი ადამიანები კლიმატისთვის მავნე სათბურ გაზებს უფრო მეტი რაოდენობით ქმნიან, ვიდრე პლანეტის უღარიბესი ადამიანების 50 პროცენტი.
კვლევის თანახმად, გამონაბოლქვის დონე 2030 წლისთვის გლობალური დათბობის მიზნობრივ ზღვარზე − 1,5 გრადუსზე დაბალი იქნება ღარიბი მოსახლეობის ერთ ადამიანზე. და ეს მაშინ, როდესაც ყველაზე მდიდარი ადამიანების ათი პროცენტი 9-ჯერ გადააჭარბებს ამ მაჩვენებელს, ხოლო ზემდიდარი ადამიანების ერთი პროცენტი − 30-ჯერ.
წყალდიდობა ჩინეთში - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
კლიმატოლოგები: დედამიწაზე სტიქიური უბედურებების შეჩერება უკვე ძალიან ძნელია
ეკოლოგების წინადადებაა, შეიზღუდოს ზემდიდარი ადამიანების კუთვნილი ფუფუნების ნივთებით CO2-ის გამოყოფა.
Oxfam-ის კვლევას, რომელიც მან გლაზგოში მიმდინარე მსოფლიო კლიმატურ კონფერენციაზე წარადგინა, საფუძვლად ევროპის ეკოლოგიური პოლიტიკის ინსტიტუტისა და სტოკჰოლმის გარემოს ინსტიტუტის მონაცემები უდევს.
Oxfam-ის ექსპერტ ნაფკოტე დაბის თქმით, ერთი კოსმოსური გაფრენით მილიარდერი იმაზე მეტ გამონაფრქვევს წარმოქმნის, ვიდრე ამას ღარიბი ადამიანი გააკეთებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მომავალში დედამიწის ყველაზე მდიდარი ადამიანების ერთი პროცენტის თითქმის მეოთხედი იქნებიან ჩინელები, ხოლო მეათედ ნაწილს ინდოელები შეადგენენ.
პლანეტა დედამიწა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
კლიმატურმა ცვლილებემა დედამიწის ღერძი გადახარა: ქვეყნდება კვლევა
როგორც კვლევის ავტორი ტიმ გორი ამბობს, ქვეყნების მთავრობებმა ზემდიდარი ადამიანების მიმართ პოლიტიკური ზომები უნდა გაატარონ.

„ეს მოიცავს როგორც ფუფუნების საგნებით (როგორებიცაა მეგაიახტები, კერძო თვითმფრინავები და კერძო კოსმოსური მოგზაურობები) CO2-ის გამოფრქვევის შემცირებას, ისე კლიმატური ინვესტიციების (წიაღისეული საწვავის ინდუსტრიაში აქციების ფლობა) შემცირების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს“, − განმარტა გორმა.

პლანეტის ზემდიდარი ადამიანი, Oxfam-ის კლასიფიკაციით, არის ის, ვისი შემოსავალიც წელიწადში 172 ათას აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0