მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სოროსმა და სხვა მილიარდერებმა მთავრობისგან 1.200 დოლარიანი დახმარება მიიღეს

ჯორჯ სოროსი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის მთავრობამ 18 მილიარდერსა და დაახლოებით 260 სუპერმდიდარ ადამიანს, როგორც პანდემიის ეკონომიკური შედეგებით დაზარალებულ პირებს, მატერიალური დახმარება გამოუყო თითოეულს 1.200 დოლარის ოდენობით, იუწყება პორტალი ProPublica.
გავრცელებული ინფორმაციით, ფულადი დახმარების ჩეკები უკვე გადაეცათ ჯორჯ სოროსს, რომლის ქონებაც, Forbes-ის მონაცემებით, 8,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, მის ვაჟს რობერტ სოროსს (ასობით მილიონი დოლარის მფლობელი), ასევე აირა რენერტს, რომლის ქონებაც ამ დროისათვის 3,7 მლრდ დოლარს შეადგენს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
მსოფლიო დღეს
კვლევა: ზემდიდარი ადამიანები ეკოლოგიური ვანდალებივით ცხოვრობენ
როგორც აღნიშნული პირების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჩეკები არც ერთ მათგანს არ გამოუყენებია და ისინი უკვე დაუბრუნეს უკან მთავრობას.
საქმე ისაა, რომ 2020 წლის მარტში, როდესაც კორონავირუსის პირველმა ტალღამ პრაქტიკულად გააჩერა აშშ-ის ეკონომიკა, ქვეყნის კონგრესმა ოპერატიულად მიიღო 2,2 ტრილიონი დოლარის ღონისძიებათა პაკეტი მოსახლეობის მხარდასაჭერად, რასაც CARES-ის კანონი ეწოდა. კანონის თანახმად, კომპენსაცია 150 მილიონზე მეტ ამერიკელს უნდა გადასცემოდა.
იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნოდა დახმარება, მთავრობამ მარტივი ფილტრი გამოიყენა: 1.200 დოლარი იმ მარტოხელებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალიც 75 ათას დოლარს არ აღემატებოდა, და 2.400 დოლარი იმ მეუღლეებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი 150 ათას დოლარზე ნაკლები იყო. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ნიშნით იდენტიფიცირდებოდა სისტემაში, ავტომატურად იღებდა კომპენსაციას.
როგორც პორტალი განმარტავს, მილიონერებს დახმარების თანხები იმიტომ ჩაერიცხათ, რომ მათ მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე დაბალი დასაბეგრი შემოსავლები ჰქონდათ დაფიქსირებული. ProPublica-მ ასეთი 270 ადამიანი იპოვა, რომელთა საერთო შემოსავალმა 5,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა ისინი ზემოთ აღნიშნული მიზეზით მაინც მოხვდნენ იმ ამერიკელების სიაში, რომლებსაც 1.200 ან 2.400 დოლარიანი დახმარება ესაჭიროებოდათ.
ყველა ახალი ამბავი
0