https://sputnik-georgia.com/20211105/sirius21-moskovsi-saertasporiso-eqsperimenti-daiwyo-261811547.html
კოსმოსის იმიტაცია: მოსკოვში 240-დღიანი საერთაშორისო ექსპერიმენტი დაიწყო
კოსმოსის იმიტაცია: მოსკოვში 240-დღიანი საერთაშორისო ექსპერიმენტი დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ნოემბერი − Sputnik. მოსკოვში მთვარეზე გაფრენისა და მასზე ეკიპაჟის გადასხმის საერთაშორისო ექსპერიმენტი SIRIUS-21 დაიწყო, იუწყება РИА Новости. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T11:26+0400
2021-11-05T11:26+0400
2023-08-17T12:44+0400
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261811206_0:126:3073:1854_1920x0_80_0_0_5d732561e07504241e2770dbfe8317c9.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი − Sputnik. მოსკოვში მთვარეზე გაფრენისა და მასზე ეკიპაჟის გადასხმის საერთაშორისო ექსპერიმენტი SIRIUS-21 დაიწყო, იუწყება РИА Новости.მთვარეზე პირობით მოგზაურობაში ექვსი ადამიანი მონაწილეობს: კოსმონავტების მომზადების ცენტრის ინსტრუქტორი ოლეგ ბლინოვი, ქირურგი ვიქტორია კირიჩენკო, ყოფილი სტიუარდესა, ახლა კი უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი ეკატერინა კარიაკინა, რუსული ენისა და ლიტარეტურის ამერიკელი ბაკალავრი უილიამ ბრაუნი, აშშ-ის კოსმოსური სისტემების სარდლობის წარმომადგენელი ეშლი კოვალსკი, კოსმონავტ-გამომცდელი ომარ ალ ამერი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.მათ 240 დღის განმავლობაში მოუწევთ ერთად ცხოვრება კოსმოსური ხომალდის იმიტატორში, რომელიც მოსკოვის სახმელეთო-საცდელ კომპლექსშია განთავსებული. „ეკიპაჟის“ ამოცანა − მთვარეზე გაფრენის, გადასხდომისა და მის ზედაპირზე მუშაობის მოდელირებაა.ექსპერიმენტის მონაწილეების თქმით, თავისუფალ დროს ისინი წაიკითხავენ წიგნებს და ერთმანეთს თავ-თავიანთ მშობლიურ ენას ასწავლიან.როგორც პროექტ SIRIUS-ის მენეჯერმა მარკ ბელაკოვსკიმ განმარტა, მონაწილეებს მიზეზების დასახელების გარეშე შეუძლიათ დატოვონ პროექტი, თუმცა მსგავსი პროექტების თითქმის 60-წლიან პრაქტიკაში ამგვარი რამ არ მომხდარა.პროექტი SIRIUS (იშიფრება როგორც Scientific International Research In Unique Terrestrial Station) რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტისა და NASA-ს ერთობლივი პროექტია, რომელშიც ასევე ჩართული არიან ევროპის კოსმოსური სააგენტო, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური სააგენტოები, ასევე რუსი, ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი, ბელგიელი, იაპონელი, კანადელი და სხვა ქვეყნების სპეციალისტები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261811206_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6fc4748879070b05ca45c372cc5e0cad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, რუსეთი
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, რუსეთი
თბილისი, 6 ნოემბერი − Sputnik. მოსკოვში მთვარეზე გაფრენისა და მასზე ეკიპაჟის გადასხმის საერთაშორისო ექსპერიმენტი SIRIUS-21 დაიწყო, იუწყება
РИА Новости. მთვარეზე პირობით მოგზაურობაში ექვსი ადამიანი მონაწილეობს: კოსმონავტების მომზადების ცენტრის ინსტრუქტორი ოლეგ ბლინოვი, ქირურგი ვიქტორია კირიჩენკო, ყოფილი სტიუარდესა, ახლა კი უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი ეკატერინა კარიაკინა, რუსული ენისა და ლიტარეტურის ამერიკელი ბაკალავრი უილიამ ბრაუნი, აშშ-ის კოსმოსური სისტემების სარდლობის წარმომადგენელი ეშლი კოვალსკი, კოსმონავტ-გამომცდელი ომარ ალ ამერი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
მათ 240 დღის განმავლობაში მოუწევთ ერთად ცხოვრება კოსმოსური ხომალდის იმიტატორში, რომელიც მოსკოვის სახმელეთო-საცდელ კომპლექსშია განთავსებული. „ეკიპაჟის“ ამოცანა − მთვარეზე გაფრენის, გადასხდომისა და მის ზედაპირზე მუშაობის მოდელირებაა.
ექსპერიმენტის მონაწილეების თქმით, თავისუფალ დროს ისინი წაიკითხავენ წიგნებს და ერთმანეთს თავ-თავიანთ მშობლიურ ენას ასწავლიან.
როგორც პროექტ SIRIUS-ის მენეჯერმა მარკ ბელაკოვსკიმ განმარტა, მონაწილეებს მიზეზების დასახელების გარეშე შეუძლიათ დატოვონ პროექტი, თუმცა მსგავსი პროექტების თითქმის 60-წლიან პრაქტიკაში ამგვარი რამ არ მომხდარა.
პროექტი SIRIUS (იშიფრება როგორც Scientific International Research In Unique Terrestrial Station) რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტისა და NASA-ს ერთობლივი პროექტია, რომელშიც ასევე ჩართული არიან ევროპის კოსმოსური სააგენტო, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური სააგენტოები, ასევე რუსი, ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი, ბელგიელი, იაპონელი, კანადელი და სხვა ქვეყნების სპეციალისტები.