https://sputnik-georgia.com/20211105/saqartvelosh-vedetis-matchs-gulshematkivari-daeswreba-261835372.html
საქართველო–შვედეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება
საქართველო–შვედეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება
Sputnik საქართველო
სტადიონის ტერიტორიაზე ყველა პირი ვალდებულია იყოს პირბადით და დაიცვას სოციალური დისტანცია. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T23:07+0400
2021-11-05T23:07+0400
2021-11-05T23:28+0400
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249828282_0:89:2001:1214_1920x0_80_0_0_df15a1daecd0e365cf18721bec6e1494.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩზე, რომელსაც საქართველოს ნაკრები შვედეთის წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს, გულშემატკივრების საერთო რაოდენობის 33% დაიშვება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.შესაბამისად, კოვიდ-შეზღუდვების გამო, ბილეთების შეძენას მხოლოდ 6,6 ათასი გულშემატკივარი შეძლებს.მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ: სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 72 საათში ჩატარებული უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 24 საათში ჩატარებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.სტადიონის ტერიტორიაზე ყველა პირი ვალდებულია იყოს პირბადით და დაიცვას სოციალური დისტანცია. ბილეთების გაყიდვა, რომლის ფასიც იქნება 5, 15 ან 25 ლარი, ორშაბათს, 8 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება ვებ-გვერდზე TKT.ge.საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში 4 ქულით ბოლოსწინა მე-4 ადგილზეა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით უსწრებს კოსოვოს ნაკრებს.რაც შეეხება შვედეთის გუნდს, მან ექვს მატჩში 15 ქულა მოიპოვა და B ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
https://sputnik-georgia.com/20211104/fexburti-saniolma-semadgenloba-daasaxela-261789227.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249828282_121:0:1790:1252_1920x0_80_0_0_6d4e09f3e3a634cce923eee202964f9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველო–შვედეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება
23:07 05.11.2021 (განახლებულია: 23:28 05.11.2021) სტადიონის ტერიტორიაზე ყველა პირი ვალდებულია იყოს პირბადით და დაიცვას სოციალური დისტანცია.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩზე, რომელსაც საქართველოს ნაკრები შვედეთის წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს, გულშემატკივრების საერთო რაოდენობის 33% დაიშვება,
ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
შესაბამისად, კოვიდ-შეზღუდვების გამო, ბილეთების შეძენას მხოლოდ 6,6 ათასი გულშემატკივარი შეძლებს.
მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ: სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 72 საათში ჩატარებული უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 24 საათში ჩატარებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.
სტადიონის ტერიტორიაზე ყველა პირი ვალდებულია იყოს პირბადით და დაიცვას სოციალური დისტანცია.
ბილეთების გაყიდვა, რომლის ფასიც იქნება 5, 15 ან 25 ლარი, ორშაბათს, 8 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება ვებ-გვერდზე
TKT.ge.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში 4 ქულით ბოლოსწინა მე-4 ადგილზეა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით უსწრებს კოსოვოს ნაკრებს.
რაც შეეხება შვედეთის გუნდს, მან ექვს მატჩში 15 ქულა მოიპოვა და B ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.