ფეხბურთი: კიდევ ერთი დებიუტანტი – ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა
15:01 04.11.2021 (განახლებულია: 19:40 04.11.2021)
© Georgian Football Federationვილი სანიოლი
© Georgian Football Federation
გამოწერა
ვილი სანიოლმა მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის 25 ქართველი ფეხბურთელი გამოარჩია. სანაკრებო სიაში პირველად მოხვდა გორის „დილის“ ახალგაზრდა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემბერში გასამართი შეხვედრებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს ბათუმში შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, 15 ნოემბერს კი „ჯვაროსნები“ ტესტ-მატჩში უზბეკეთის ნაკრებს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.
ფრანგმა სპეციალისტმა მოახლოებული შეხვედრებისთვის ეროვნულ გუნდში 25 ფეხბურთელს უხმო. აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის სიაში ერთი დებიუტანტია. ნაკრების მაისურს პირველად მოირგებს გორის „დილის“ 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, სრული სია კი ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი („დილა“, გორი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), გურამ გიორბელიძე („დინამო“, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („არსენალი“, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია („რაკუვი“, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია).
ნაკრების განაცხადში წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ვერ მოხვდნენ ესპანური „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი და თბილისის „დინამოს“ მცველი საბა ხვადაგიანი. როგორც გაირკვა, ვილი სანიოლმა ეს ფეხბურთელები 21-წლამდელთა ნაკრებს დაუთმო, რომელიც 16 ნოემბერს ბათუმში ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდება.
დისკვალიფიკაციის გამო შვედეთთან მატჩს გამოტოვებენ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი. სანიოლის რჩეულთა სიაში ვერ მოხვდა გიორგი ქვილითაიაც, თუმცა მის ნაცვლად ნაკრების მაისურს „ანორთოსისის“ ცენტრალური თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა მოირგებს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში 4 ქულით ბოლოსწინა მე-4 ადგილზეა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით უსწრებს კოსოვოს ნაკრებს.