https://sputnik-georgia.com/20211021/saqartvelos-fexburtis-nakrebma-fifas-reitingsi-poziciebi-gaiumjobesa-261377943.html
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა
ამჟამად საქართველოს ნაკრების აქტივში 1.243,88 ქულაა, ამ მაჩვენებლით გუნდი ლიბანსა და ლუქსემბურგს შორის განთავსდა. 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T18:24+0400
2021-10-21T18:24+0400
2021-10-21T22:35+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251298235_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_6f38af182499a50ba6ee028838eb46f8.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა – 96-ე ადგილიდან 93-ე ადგილზე გადაინაცვლა.ნაკრების პროგრესი ოქტომბერში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში თამაშს უკავშირდება. ვილი სანიოლის გუნდმა საბერძნეთთან სახლში წააგო (0:2), თუმცა გასვლით მატჩში კოსოვოს მოუგო (2:1).ამჟამად საქართველოს ნაკრების აქტივში 1.243,88 ქულაა და ამ მაჩვენებლით გუნდი ლიბანსა (1.250,08) და ლუქსემბურგს (1.234,13) შორის განთავსდა.რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს შესარჩევ В ჯგუფში, ესპანეთი მე-7 ადგილზეა, შვედეთი მე-17, საბერძნეთი 47-ე და კოსოვო – 113-ე ადგილზე.ეროვნული გუნდი ნოემბერში კალენდარული წლის ორ დასკვნით მატჩს გამართავს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს 11 ნოემბერს შვედეთთან საკუთარ მინდორზე ჩაატარებს, ხოლო 15 ნოემბერს ტესტ-მატჩში უზბეკეთს დაუპირისპირდება.ფიფას რეიტინგის ლიდერია ბელგიის ნაკრები (1.832,33 ქულა), მეორე ადგილზეა ბრაზილია (1.820,36), ხოლო მესამეზე – საფრანგეთი (1.779,24).
https://sputnik-georgia.com/20211013/sanioli-fexburtelebma-bolo-wutamde-ibrzoles-260512186.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251298235_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_53d37f51b26a4fc8fa3537a1acf40b2b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა
18:24 21.10.2021 (განახლებულია: 22:35 21.10.2021) ამჟამად საქართველოს ნაკრების აქტივში 1.243,88 ქულაა, ამ მაჩვენებლით გუნდი ლიბანსა და ლუქსემბურგს შორის განთავსდა.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას
განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა – 96-ე ადგილიდან 93-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ნაკრების პროგრესი ოქტომბერში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში თამაშს უკავშირდება. ვილი სანიოლის გუნდმა საბერძნეთთან სახლში წააგო (0:2), თუმცა გასვლით მატჩში კოსოვოს მოუგო (2:1).
ამჟამად საქართველოს ნაკრების აქტივში 1.243,88 ქულაა და ამ მაჩვენებლით გუნდი ლიბანსა (1.250,08) და ლუქსემბურგს (1.234,13) შორის განთავსდა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს შესარჩევ В ჯგუფში, ესპანეთი მე-7 ადგილზეა, შვედეთი მე-17, საბერძნეთი 47-ე და კოსოვო – 113-ე ადგილზე.
ეროვნული გუნდი ნოემბერში კალენდარული წლის ორ დასკვნით მატჩს გამართავს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს 11 ნოემბერს შვედეთთან საკუთარ მინდორზე ჩაატარებს, ხოლო 15 ნოემბერს ტესტ-მატჩში უზბეკეთს დაუპირისპირდება.
ფიფას რეიტინგის ლიდერია ბელგიის ნაკრები (1.832,33 ქულა), მეორე ადგილზეა ბრაზილია (1.820,36), ხოლო მესამეზე – საფრანგეთი (1.779,24).