https://sputnik-georgia.com/20211013/sanioli-fexburtelebma-bolo-wutamde-ibrzoles-260512186.html
სანიოლი: ფეხბურთელებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს
სანიოლი: ფეხბურთელებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს
Sputnik საქართველო
კოსოვოს ნაკრებთან გამარჯვება მომავალ მატჩებზე დადებით გავლენას მოახდენს, განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა. 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T16:35+0400
2021-10-13T16:35+0400
2021-10-13T21:34+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287406_0:81:1280:801_1920x0_80_0_0_6e592b5afc26eb917453b08188499c34.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ფეხბურთელები სრულად გაყვნენ იმ სათამაშო გეგმას, რომელიც ამ მატჩისთვის დავსახეთ და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კოსოვოსთან გამარჯვების შემდეგ.საქართველოსა და კოსოვოს შეხვედრა 12 ოქტომბერს ქალაქ პრიშტინაში გაიმართა. „ჯვაროსნებმა“ მასპინძლები მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტეს.ფრანგი სპეციალისტის განმარტებით, შეხვედრის მიმდინარეობისას იყო გარკვეული შეცდომები, თუმცა ძირითადი ამოცანები ქართველმა ფეხბურთელებმა ზუსტად შეასრულეს.ნაკრების მწვრთნელმა მომავალ გეგმებსა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრები შვედეთს შეხვდება. „შვედეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში კარგ მატჩს ველოდებით, იმიტომ რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ბოლო თამაში იქნება. ამასთან გვსურს, რომ სტადიონზე გულშემატკივრები ვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს მათი მხარდაჭერა ძალიან აკლიათ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას 11 ნოემბერს შვედეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ამჟამად დაგროვებული 4 ქულით შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ბოლოსწინა, მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე 15 ქულით შვედეთის ნაკრებია, მეორე პოზიციას ესპანეთი იკავებს 13 ქულით, ხოლო მესამეზე საბერძნეთია (9 ქულით), რომელიც ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
https://sputnik-georgia.com/20211013/saqartvelos-nakrebma-mundialis-sesarcevze-moigo-260495498.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287406_184:75:1189:829_1920x0_80_0_0_7da920e48f32ec8dcb3b373cfa8ec4f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
სანიოლი: ფეხბურთელებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს
16:35 13.10.2021 (განახლებულია: 21:34 13.10.2021) კოსოვოს ნაკრებთან გამარჯვება მომავალ მატჩებზე დადებით გავლენას მოახდენს, განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ფეხბურთელები სრულად გაყვნენ იმ სათამაშო გეგმას, რომელიც ამ მატჩისთვის დავსახეთ და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კოსოვოსთან გამარჯვების შემდეგ.
საქართველოსა და კოსოვოს შეხვედრა 12 ოქტომბერს ქალაქ პრიშტინაში გაიმართა. „ჯვაროსნებმა“ მასპინძლები მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტეს.
ფრანგი სპეციალისტის განმარტებით, შეხვედრის მიმდინარეობისას იყო გარკვეული შეცდომები, თუმცა ძირითადი ამოცანები ქართველმა ფეხბურთელებმა ზუსტად შეასრულეს.
„ფეხბურთელებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს. შეცვლაზე შემოსული ყველა ფეხბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა. დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან გვსურდა ფლანგებზე უფრო ინტენსიურად გვემოქმედა“, – აღნიშნა სანიოლმა.
ნაკრების მწვრთნელმა მომავალ გეგმებსა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრები შვედეთს შეხვდება.
„შვედეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში კარგ მატჩს ველოდებით, იმიტომ რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ბოლო თამაში იქნება. ამასთან გვსურს, რომ სტადიონზე გულშემატკივრები ვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს მათი მხარდაჭერა ძალიან აკლიათ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას 11 ნოემბერს შვედეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ამჟამად დაგროვებული 4 ქულით შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ბოლოსწინა, მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე 15 ქულით შვედეთის ნაკრებია, მეორე პოზიციას ესპანეთი იკავებს 13 ქულით, ხოლო მესამეზე საბერძნეთია (9 ქულით), რომელიც ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.