https://sputnik-georgia.com/20211013/saqartvelos-nakrebma-mundialis-sesarcevze-moigo-260495498.html
პირველად ცხრა წლის შემდეგ – საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევზე მოიგო
პირველად ცხრა წლის შემდეგ – საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევზე მოიგო
Sputnik საქართველო
ვილი სანიოლის გუნდმა კოსოვოს ნაკრებთან გამარჯვება შეცვლაზე შემოსული ზურიკო დავითაშვილის მიერ გატანილი გოლით იზეიმა. 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T10:27+0400
2021-10-13T10:27+0400
2021-10-13T16:30+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251825628_0:59:1299:790_1920x0_80_0_0_07316d1e5fcdf33e19b69fb2fc961f05.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი კოსოვოსა და საქართველოს შორის ქართველების გამარჯვებით დასრულდა.შეხვედრა კოსოვოს ქალაქ პრიშტინაში გაიმართა, სადაც „ჯვაროსნებმა“ მინიმალური ანგარიშით (2:1) გაიმარჯვეს და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ცხრაწლიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. ბოლოს საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევზე 2012 წელს ბელარუსის წინააღმდეგ თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით გაიმარჯვა.მასპინძელთა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე გამოიკვეთა, თუმცა კოსოვოს ნაკრების მეკარის არიანეტ მურიჩის კურიოზული შეცდომით საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ კოსოვოს ნაკრებმა ზეწოლას მოუმატა. მეტოქე გუნდის ერთ-ერთი იერიშის დროს, 39-ე წუთზე გურამ გიორბელიძემ ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა და რაშანის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. თუმცა მატჩის 44-ე წუთზე კვარაცხელიამ საკუთარ საჯარიმოში რაშიცა მოცელა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. კოსოვომ ანგარიში გაათანაბრა.შეხვედრის მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ 82-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კვლავ წინ გავიდა. შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, რასაც ზურიკო დავითაშვილი დახვდა და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლის მიწურულს პრესტიჟის გამარჯვება გაიფორმა.საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი გურამ კაშიამ და გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც მეტოქის ნახევარზე მუდმივად სახიფათო იყო. საინტერესოა, რომ სანაკრებო დონეზე ამჯერად ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა ყაზანის „რუბინის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ბოლო დროს „ჯვაროსნების“ ლიდერის ფუნქციას ხშირად ითავსებდა.საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას 11 ნოემბერს შვედეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი დაგროვილი 4 ქულით შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ბოლოსწინა, მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე 15 ქულით შვედეთის ნაკრებია, მეორე პოზიციას ესპანეთი 13 ქულით იკავებს, ხოლო მესამეზე საბერძნეთია (9 ქულა), რომელიც ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
https://sputnik-georgia.com/20211012/fexburti-u19-gamarjveba-norvegiuel-tanatolebtan-saqartvelos-nakrebi-elitraundsia-260489408.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251825628_84:0:1216:849_1920x0_80_0_0_59dc5034ec75fa7086ea4104d8398b71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
პირველად ცხრა წლის შემდეგ – საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევზე მოიგო
10:27 13.10.2021 (განახლებულია: 16:30 13.10.2021) ვილი სანიოლის გუნდმა კოსოვოს ნაკრებთან გამარჯვება შეცვლაზე შემოსული ზურიკო დავითაშვილის მიერ გატანილი გოლით იზეიმა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი კოსოვოსა და საქართველოს შორის ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრა კოსოვოს ქალაქ პრიშტინაში გაიმართა, სადაც „ჯვაროსნებმა“ მინიმალური ანგარიშით (2:1) გაიმარჯვეს და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ცხრაწლიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. ბოლოს საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევზე 2012 წელს ბელარუსის წინააღმდეგ თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით გაიმარჯვა.
მასპინძელთა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე გამოიკვეთა, თუმცა კოსოვოს ნაკრების მეკარის არიანეტ მურიჩის კურიოზული შეცდომით საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ კოსოვოს ნაკრებმა ზეწოლას მოუმატა. მეტოქე გუნდის ერთ-ერთი იერიშის დროს, 39-ე წუთზე გურამ გიორბელიძემ ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა და რაშანის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. თუმცა მატჩის 44-ე წუთზე კვარაცხელიამ საკუთარ საჯარიმოში რაშიცა მოცელა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. კოსოვომ ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ 82-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კვლავ წინ გავიდა. შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, რასაც ზურიკო დავითაშვილი დახვდა და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლის მიწურულს პრესტიჟის გამარჯვება გაიფორმა.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი გურამ კაშიამ და გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც მეტოქის ნახევარზე მუდმივად სახიფათო იყო. საინტერესოა, რომ სანაკრებო დონეზე ამჯერად ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა ყაზანის „რუბინის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ბოლო დროს „ჯვაროსნების“ ლიდერის ფუნქციას ხშირად ითავსებდა.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას 11 ნოემბერს შვედეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი დაგროვილი 4 ქულით შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ბოლოსწინა, მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე 15 ქულით შვედეთის ნაკრებია, მეორე პოზიციას ესპანეთი 13 ქულით იკავებს, ხოლო მესამეზე საბერძნეთია (9 ქულა), რომელიც ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.