რუსი დიპლომატი ბერლინში მკვდარი იპოვეს: ვრცელდება ვერსიები

© photo: Sputnik / Zakhari Shoirer / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი − Sputnik. რუსი დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს ბერლინში საელჩოს საკონსულო განყოფილებასთან, იუწყება გამოცემა Spiegel პოლიციაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 19 ოქტომბერს მოხდა. მამაკაცი ადგილობრივი დროით 07:20 საათზე იპოვეს ბერენშტრასეს ქუჩაზე. საგანგებო სამსახურის წარმომადგენლების მცდელობას, აღმოეჩინათ მისთვის სამედიცინო დახმარება, შედეგი არ მოჰყვა.
დიპლომატთა ოფიციალური სიის მიხედვით, 35 წლის მამაკაცი საელჩოს მეორე მდივნად იყო აკრედიტებული 2019 წლიდან. ამასთან გამოცემა წერს, რომ გარდაცვლილი სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომელი იყო.
პოლიციის ვარაუდით, ის შენობის ზედა სართულიდან გადმოვარდა. როგორც გერმანიის უშიშროების სამსახურში არსებული წყარო აცხადებს, მომხდარის მიზეზები უცნობია. ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება.
Spiegel-ის ცნობით, დიპლომატის ცხედარი რუსეთშია გადასვენებული. თავად საელჩო კი კომენტარს „ეთიკური მოსაზრებებით“ არ აკეთებს.
აღინიშნება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე საქმის კურსშია, მაგრამ დეტალებს არ ასაჯაროვებს − დაღუპულისა და მისი ახლობლების პირადი მონაცემების დაცვის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0