https://sputnik-georgia.com/20211105/romel-vaqcinas-aniweben-upiratesobas-saqartvelosi-statistika-261819000.html
რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – სტატისტიკა
რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მოსახლეობაში ყველაზე პოპულარულია Pfizer-ის ვაქცინა, შემდეგ მოდის ორი ჩინური ვაქცინა. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T15:17+0400
2021-11-05T15:17+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559391_0:27:1842:1063_1920x0_80_0_0_e7832a5831812b121111fa9e6bb64fe3.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში სრულად აცრილი 813.437 ადამიანიდან (1 ოქტომბრის მონაცემებით) Pfizer-ით აიცრა 425.493 პირი. სტატისტიკური მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გამოაქვეყნა.ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში სულ ჩატარდა 1.802.566 აცრა, სრულად ვაქცინირებული იყო 813.437 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 28,7%.Pfizer-ის შემდეგ პოპულარობით სარგებლობს ჩინური ვაქცინა Sinopharm, რომლითაც 253.253 ადამიანი აიცრა. შემდეგ კიდევ ერთი ჩინური ვაქცინაა – Sinovak, ამით აიცრა 79.100 პირი.AstraZenecа-თი ვაქცინირებულია 58.591 ადამიანი.NCDC-ს მონაცემებით, ყოველდღიურად 100 ათას მოსახლეზე ტარდება 85 აცრა.ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აცრების ყველაზე მეტი პროცენტი (სრული კურსი) თბილისზე მოდის – 52%.COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 2021 წლის 15 მარტს დაიწყო, თუმცა მასობრივი აცრები 5 ივლისიდან მიმდინარეობს. ამ დროისათვის სულ ჩატარებულია 1.995.150 ვაქცინაცია, ბოლო დღე-ღამეში – 4.063.როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ეს უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ მიზანს – წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს აცრილი.
https://sputnik-georgia.com/20211104/vaqcinaciis-siketeebi-gamyrelize-statistika-261790143.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559391_194:0:1649:1091_1920x0_80_0_0_bb6d6ce93d88ca6218b477b4bb5ed35c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – სტატისტიკა
15:17 05.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) მოსახლეობაში ყველაზე პოპულარულია Pfizer-ის ვაქცინა, შემდეგ მოდის ორი ჩინური ვაქცინა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში სრულად აცრილი 813.437 ადამიანიდან (1 ოქტომბრის მონაცემებით) Pfizer-ით აიცრა 425.493 პირი. სტატისტიკური მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC)
გამოაქვეყნა.
ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში სულ ჩატარდა 1.802.566 აცრა, სრულად ვაქცინირებული იყო 813.437 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 28,7%.
Pfizer-ის შემდეგ პოპულარობით სარგებლობს ჩინური ვაქცინა Sinopharm, რომლითაც 253.253 ადამიანი აიცრა. შემდეგ კიდევ ერთი ჩინური ვაქცინაა – Sinovak, ამით აიცრა 79.100 პირი.
AstraZenecа-თი ვაქცინირებულია 58.591 ადამიანი.
NCDC-ს მონაცემებით, ყოველდღიურად 100 ათას მოსახლეზე ტარდება 85 აცრა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აცრების ყველაზე მეტი პროცენტი (სრული კურსი) თბილისზე მოდის – 52%.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 2021 წლის 15 მარტს დაიწყო, თუმცა მასობრივი აცრები 5 ივლისიდან მიმდინარეობს. ამ დროისათვის სულ ჩატარებულია 1.995.150 ვაქცინაცია, ბოლო დღე-ღამეში – 4.063.
როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ეს უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ მიზანს – წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს აცრილი.