წამება და სექსუალური ძალმომრეობითი ქმედება - პროკურატურა ქარდავას ახალ ბრალდებას უმზადებს

© photo: Sputnik / Stringerციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
მეგის ქარდავა თავს პოლიტიკური ნიშნით დევნილს უწოდებს და გამოძიების სამართლიანობის კვლავ არ სჯერა.
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, უკრაინიდან ექსტრადირებული მეგის ქარდავა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და თავს პოლიტიკური ნიშნით დევნილად მიიჩნევს, განაცხადა მსჯავრდებულ მეგის ქარდავას ადვოკატმა გია გოროზიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პროკურატურამ მეგის ქარდავას მიმართ კიდევ ერთი საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც 2011 წლის მარტში, სამეგრელოში მომხდარ ფაქტს შეეხება, როცა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის წამება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა.
თბილისის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
მეგის ქარდავას სამართლიანობის არ სჯერა – ბრალდებულმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა
ახალი სისხლის სამართლის საქმეზე ქარდავას გამოკითხვას რუსთავის N12 დაწესებულებაში გამომძიებლები დღეს გეგმავდნენ, თუმცა, ჩვენების მიცემაზე ქარდავამ კატეგორიული უარი განაცხადა.
„საქმე ეხება 2011 წლის 31 მარტსსამეგრელოში ტერორიზმის მომზადების ბრალდებით დაკავებულ პირებს. ერთ-ერთი დაკავებული მეგის ქარდავამ და სხვა მაშინდელმა პოლიციელებმა აწამეს, ასევე ადგილი ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას. ამ ეპიზოდზე მიმდინარეობს მეგის ქარდავას გამოკითხვა. სისხლის სამართლებრივი საქმე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ქარდავას გადმომცემი მხარე ( უკრაინა – რედ.) ამაზე თანხმობას განაცხადებს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.
მეგის ქარდავას ადვოკატ გიორგი გოროზიას განცხადებით, ქარდავა გამოძიებას არ ენდობა და თანამშრომლობას არ აპირებს.
„მე ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ არის დაზარალებული, თუმცა ეს არის ახალი სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება დაიწყო მეგის ქარდავას ექსტრადირების შემდეგ. არ ვენდობით საგამოძიებო უწყებას, შესაბამისად, ჩვენებასაც არ მივცემთ“, - განაცხადა ადვოკატმა.
მეგის ქარდავას განაჩენი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს გამოტანილი. კიდევ ექვს საქმეზე სასამართლოში წარმოება მიმდინარეობს. ქარდავა მის წინააღმდეგ არსებულ 11-ვე საქმეზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ყველა ახალი ამბავი
0