https://sputnik-georgia.com/20211103/megis-qardavas-samartlianobis-ar-sjera-braldebulma-sasamartlo-protestis-nisnad-datova-261769649.html
მეგის ქარდავას სამართლიანობის არ სჯერა – ბრალდებულმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა
მეგის ქარდავას სამართლიანობის არ სჯერა – ბრალდებულმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა
Sputnik საქართველო
ქარდავა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და სასამართლოს სამართლიანობის არ სჯერა. 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T19:39+0400
2021-11-03T19:39+0400
2021-11-03T22:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24706/52/247065225_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_a1c5ca8aa1cf0d4ec725622fd25a5e47.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, უკრაინიდან ექსტრადირებულმა მეგის ქარდავამ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.ქარდავას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს. ყოფილი ძალოვანის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მას ბრალი ედება ციხეში პატიმრების წამებაში. დღევანდელი პროცესი სწორედ ამ ეპიზოდს ეხებოდა. საუბარია ელდარ ქობალიას, მერაბ ყოლბაიას და კობა მატკავას წამებაზე.ბრალდების მხარის მონაცემებით, 2011 წლის 11 აპრილს მეგის ქარდავამ, რომელიც იმ დროს საქართველოს შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან გაგა მკურნალიძესთან ერთად ტერაქტის მომზადებასა და ჩადენაში ბრალდებული ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია №8 საპყრობილეში აწამა. მათგან ითხოვდნენ ტერაქტებში მონაწილეობის აღიარებას და დანარჩენი თანამონაწილეების დასახელებას. რამდენიმე საათის განმავლობაში ქარდავა სცემდა მათ, აწამებდა ხელკეტებისა და ელექტროშოკის გამოყენებით.ქარდავას საქმემეგის ქარდავას განაჩენი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს გამოტანილი. კიდევ ექვს საქმეზე სასამართლოში წარმოება მიმდინარეობს. სასამართლომ ქარდავას პატიმართა წამებისა და 2006 წლის იანვარში ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.ქარდავა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, მას მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა.2009 წლის იანვარში დაკავებული ქალის ცემის, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ქარდავა ასევე დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქარდავას 2011 წლის სექტემბერში თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებული სამხედროების, მათ შორის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების, მათ შორის სექსუალური ხასიათის წამების საქმეზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
https://sputnik-georgia.com/20210917/megis-qardavas-uvado-patimroba-elodeba-259690705.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24706/52/247065225_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_d71ec3de2ae1ee26bc1e10e40095b9b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
მეგის ქარდავას სამართლიანობის არ სჯერა – ბრალდებულმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა
19:39 03.11.2021 (განახლებულია: 22:53 03.11.2021) ქარდავა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და სასამართლოს სამართლიანობის არ სჯერა.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, უკრაინიდან ექსტრადირებულმა მეგის ქარდავამ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.
ქარდავას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს. ყოფილი ძალოვანის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მას ბრალი ედება ციხეში პატიმრების წამებაში. დღევანდელი პროცესი სწორედ ამ ეპიზოდს ეხებოდა. საუბარია ელდარ ქობალიას, მერაბ ყოლბაიას და კობა მატკავას წამებაზე.
„მე და ჩემი მეგობრები ვიცავდით საქართველოს უსაფრთხოებას. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მტკიცებულებები არის გაყალბებული და ჩვენებები მიღებულია შურისძიების, შანტაჟისა და წამების გამოყენებით. არანაირი ნდობა არ გამაჩნია, რომ აქ აღსრულდება მართლმსაჯულება და დადგება ობიექტური განაჩენი. მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს“, – განაცხადა პროცესზე მეგის ქარდავამ.
ბრალდების მხარის მონაცემებით, 2011 წლის 11 აპრილს მეგის ქარდავამ, რომელიც იმ დროს საქართველოს შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან გაგა მკურნალიძესთან ერთად ტერაქტის მომზადებასა და ჩადენაში ბრალდებული ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია №8 საპყრობილეში აწამა. მათგან ითხოვდნენ ტერაქტებში მონაწილეობის აღიარებას და დანარჩენი თანამონაწილეების დასახელებას. რამდენიმე საათის განმავლობაში ქარდავა სცემდა მათ, აწამებდა ხელკეტებისა და ელექტროშოკის გამოყენებით.
მეგის ქარდავას განაჩენი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს გამოტანილი. კიდევ ექვს საქმეზე სასამართლოში წარმოება მიმდინარეობს. სასამართლომ ქარდავას პატიმართა წამებისა და 2006 წლის იანვარში ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.
ქარდავა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, მას მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა.
2009 წლის იანვარში დაკავებული ქალის ცემის, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ქარდავა ასევე დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
17 სექტემბერი 2021, 20:28
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქარდავას 2011 წლის სექტემბერში თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებული სამხედროების, მათ შორის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების, მათ შორის სექსუალური ხასიათის წამების საქმეზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.