სუპერპროდუქტი კანის გასაახალგაზრდავებლად: ექიმი ასახელებს სასმელს

CC0 / Maheen Fatima / Rhinoplasty Healing Stagesექიმი სინჯავს ცხვირის მდგომარეობას
ექიმი სინჯავს ცხვირის მდგომარეობას - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი − Sputnik. არსებობს ნატურალური სასმელი, რომელიც, თავისი შემადგენლობის წყალობით, არა მარტო სხვადასხვა ორგანოს გამართულად მუშაობას უწყობს ხელს, არამედ კანის გაახალგაზრდავების უნარიც აქვს, აცხადებს დიეტოლოგი ლუდმილა მიკიტიუკი.
მისი თქმით, საუბარია ნატურალური კაკაოს ფხვნილზე და არა ხსნად კაკაოზე, რომელიც „ქიმიასა და საღებავებს შეიცავს და მისი სარგებელი 20%-ს არ აღემატება“.

„კაკაოს ფხვნილი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც კუნთების მუშაობას არეგულირებს და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ანემიით დაავადებულ ადამიანებზე. გარდა ამისა, ის უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს ბავშვებში აქტიური ზრდის პერიოდში, ასევე ორსულ ქალებში. ნატურალურ კაკაოს ორგანიზმიდან გამოაქვს „ცუდი“ ქოლესტერინი და წმენდს ღვიძლს, დადებითად მოქმედებს სქესობრივ ჰორმონებზე, უზრუნველყოფს უჯრედების დაყოფას, შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტებს და ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფად შეხორცებას“, − განმარტა სპეციალისტმა.

გარდა ამისა, ნატურალური კაკაო, ფენოლებისა და პროციანიდინების წყალობით, ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას. ეს ნივთიერებები ერთმანეთთან აკავშირებს კოლაგენის მოლეკულებს და კანს უფრო მკვრივს ხდის.
კაკაოს ნაყოფი და ფხვნილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2020
ვინ და რატომ უნდა მიირთვას კაკაო: რეკომენდებული რაოდენობა და აკრძალვები
კაკაოში შემავალი მელანინი იცავს კანს მზის სხივების მავნე გავლენისგან, ხოლო ნიკოტინის მჟავა აუმჯობესებს თმების მდგომარეობას.
როგორც მიკიტიუკი აღნიშნავს, ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნატურალური კაკაო სასარგებლოა ღვიძლის ციროზისა და ფიბროზის დროს.
ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ კაკაო საკმაოდ კალორიული ხდება, თუ მას რძე და შაქარი დაემატება. ამიტომ ჯობს ეს სასმელი დილით მიირთვათ. საქმე ისაა, რომ დილაობით ადამიანის ბილოგიური რიტმები უფრო აქტიურია და ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გახლეჩვა და ენერგიად გარდაქმნა უფრო სწრაფად ხდება.
ყველა ახალი ამბავი
0