https://sputnik-georgia.com/20211105/jaba-papinashvili-baqos-grandslemis-gamarjvebulia-261830049.html
ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
Sputnik საქართველო
ჯაბა პაპინაშვილმა ფინალურ ეტაპზე რუსი ალბერტ ოგუზოვი დაამარცხა. ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ხვალ კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T18:37+0400
2021-11-05T18:37+0400
2021-11-05T22:38+0400
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
ბაქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0a/249984983_0:99:1920:1179_1920x0_80_0_0_defac4f79e11c5a65e6396c350d25771.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე 23 წლის ჯაბა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.პაპინაშვილი, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლის დასაწყისში ქართველი ძიუდოისტის მიერ შესრულებული გდება შეხვედრის მსაჯმა ვაზარით შეაფასა. პაპინაშვილმა მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე მიიყვანა და გამარჯვებაც იზეიმა.ქართველმა ძიუდოისტმა პირველ ეტაპზე უკრაინელი კირილ სამოტუგი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელი ბალაბაი აგაიევი მტკივნეული ილეთით ჩამოიტოვა საჩემპიონო გზიდან. ნახევარფინალში პაპინაშვილს მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანთან მოუწია შეხვედრა, სადაც ვაზარის უპირატესობით მოიგო. დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე კიდევ ორი ძიუდოისტი გავიდა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა იაპონელ იუჯი აიდასთან დათმო და გრანდ სლემს გამოეთიშა. ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა ბაგრატ ნინიაშვილმა, რომელმაც საწყის ეტაპზე აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი დაამარცხა, თუმცა შემდეგ მოლდოველ დენის ვიერუსთან დამატებით დროში წააგო და რეპეშაჟში გადავიდა. თუმცა ნინიაშვილმა რეპეშაჟის პირველივე ორთაბრძოლა ასევე დამატებით დროში ვაზარით დათმო რუს იაკუბ შამილოვთან.ხვალ გრანდ სლემზე კიდევ სამი ქართველ ძიუდოისტი იასპარეზებს. ჯუმბერ მელაძე (-73 კგ) ტურნირში ბრაზილიელ გუსტავო სიკუეირასთან შეხვედრით ჩაებმება და გამარჯვების შემთხვევაში რუს მახმადბეკ მახმადბეკოვთან მოუწევს შეხვედრა.ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში. გიგა გიგაური აზერბაიჯანელ ჰასილ ჯაფაროვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილთან იჭიდავებს. რაც შეეხება თორნიკე ფოლადიშვილს, ის უზბეკ სუხრობ ტურსუნოვს შეხვდება და თუ გაიმარჯვებს, თურქეთის ნაკრების წარმომადგენელ ქართული წარმომავლობის ვანო რევაზიშვილზე გავა, რომელიც ვედატ ალბაირაკის სახელით ასპარეზობს.
https://sputnik-georgia.com/20211105/ziudo-jaba-papinasvili-finalsia-261821417.html
საქართველო
ბაქო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0a/249984983_108:0:1812:1278_1920x0_80_0_0_d03889bcb9b6e589fef6ef489e3d4f54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ბაქო
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ბაქო
ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
18:37 05.11.2021 (განახლებულია: 22:38 05.11.2021) ჯაბა პაპინაშვილმა ფინალურ ეტაპზე რუსი ალბერტ ოგუზოვი დაამარცხა. ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ხვალ კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე 23 წლის ჯაბა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
პაპინაშვილი, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლის დასაწყისში ქართველი ძიუდოისტის მიერ შესრულებული გდება შეხვედრის მსაჯმა ვაზარით შეაფასა. პაპინაშვილმა მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე მიიყვანა და გამარჯვებაც იზეიმა.
ქართველმა ძიუდოისტმა პირველ ეტაპზე უკრაინელი კირილ სამოტუგი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელი ბალაბაი აგაიევი მტკივნეული ილეთით ჩამოიტოვა საჩემპიონო გზიდან. ნახევარფინალში პაპინაშვილს მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანთან მოუწია შეხვედრა, სადაც ვაზარის უპირატესობით მოიგო.
დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე კიდევ ორი ძიუდოისტი გავიდა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა იაპონელ იუჯი აიდასთან დათმო და გრანდ სლემს გამოეთიშა. ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა ბაგრატ ნინიაშვილმა, რომელმაც საწყის ეტაპზე აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი დაამარცხა, თუმცა შემდეგ მოლდოველ დენის ვიერუსთან დამატებით დროში წააგო და რეპეშაჟში გადავიდა. თუმცა ნინიაშვილმა რეპეშაჟის პირველივე ორთაბრძოლა ასევე დამატებით დროში ვაზარით დათმო რუს იაკუბ შამილოვთან.
ხვალ გრანდ სლემზე კიდევ სამი ქართველ ძიუდოისტი იასპარეზებს. ჯუმბერ მელაძე (-73 კგ) ტურნირში ბრაზილიელ გუსტავო სიკუეირასთან შეხვედრით ჩაებმება და გამარჯვების შემთხვევაში რუს მახმადბეკ მახმადბეკოვთან მოუწევს შეხვედრა.
ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში. გიგა გიგაური აზერბაიჯანელ ჰასილ ჯაფაროვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილთან იჭიდავებს. რაც შეეხება თორნიკე ფოლადიშვილს, ის უზბეკ სუხრობ ტურსუნოვს შეხვდება და თუ გაიმარჯვებს, თურქეთის ნაკრების წარმომადგენელ ქართული წარმომავლობის ვანო რევაზიშვილზე გავა, რომელიც ვედატ ალბაირაკის სახელით ასპარეზობს.