https://sputnik-georgia.com/20211105/irakli-raribasvili-erika-olsons-sexvda-261813764.html
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
Sputnik საქართველო
რეგიონული უსაფრთხოებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები – ის მთავარი თემებია, რომლებიც ერიკა ოლსონთან შეხვედრისას განიხილეს. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T12:38+0400
2021-11-05T12:38+0400
2021-11-05T17:20+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო–ნატოს ურთიერთობები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261808377_103:253:1162:849_1920x0_80_0_0_b891c4e70e9e5115943154c57a180e49.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ორპარტიულმა მხარდაჭერამ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის საშუალება მისცა მთელ რიგ სფეროებში და ქვეყანა კიდევ უფრო მტკიცედ დაადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა>>შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოება და გამოწვევები. აღინიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა, და რომ არჩევნების დასრულების შემდეგ აუცილებელია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირება.ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის საიმედო და ერთგული პარტნიორია რეგიონში.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ამ გზაზე გატარებული რეფორმები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების რეალიზაციის პროცესის დასაწყებად.ამერიკულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ამავე დროს საქართველოსთვის არ წარუდგენიათ ოფიციალური სტანდარტული Membership Action Plan (MAP - წევრობისთვის მოქმედებების გეგმა). ის საქართველოსა და ალიანსს შორის აქტიური ორმხრივი თანამშრომლობით შეიცვალა.საქართველოში 2009 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც ასევე ქვეყნის ნატოსთან შეერთების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. დოკუმენტი ითვალისწინებს რეფორმების რეალიზებას, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს მაქსიმალურ დაახლოებას ალიანსის სტანდარტებთან.
https://sputnik-georgia.com/20211018/pentagonis-direqtori-saqartvelo-ass-tvis-kritikulad-mnisvnelovani-regionia-260666508.html
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261808377_148:0:1280:849_1920x0_80_0_0_7e49ed098a76cf84bd2fb9f67f5dfe63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო–ნატოს ურთიერთობები, აშშ
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო–ნატოს ურთიერთობები, აშშ
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
12:38 05.11.2021 (განახლებულია: 17:20 05.11.2021) რეგიონული უსაფრთხოებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები – ის მთავარი თემებია, რომლებიც ერიკა ოლსონთან შეხვედრისას განიხილეს.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა,
განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ორპარტიულმა მხარდაჭერამ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის საშუალება მისცა მთელ რიგ სფეროებში და ქვეყანა კიდევ უფრო მტკიცედ დაადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოება და გამოწვევები. აღინიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა, და რომ არჩევნების დასრულების შემდეგ აუცილებელია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირება.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის საიმედო და ერთგული პარტნიორია რეგიონში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ამ გზაზე გატარებული რეფორმები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების რეალიზაციის პროცესის დასაწყებად.
ამერიკულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ამავე დროს საქართველოსთვის არ წარუდგენიათ ოფიციალური სტანდარტული Membership Action Plan (MAP - წევრობისთვის მოქმედებების გეგმა). ის საქართველოსა და ალიანსს შორის აქტიური ორმხრივი თანამშრომლობით შეიცვალა.
საქართველოში 2009 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც ასევე ქვეყნის ნატოსთან შეერთების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. დოკუმენტი ითვალისწინებს რეფორმების რეალიზებას, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს მაქსიმალურ დაახლოებას ალიანსის სტანდარტებთან.