მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გენინსპენქციამ ელიტური იაპონური ვისკის კვალს ვერ მიაგნო: ქვეყნდება გამოძიების შედეგები

CC BY 2.0 / Mikael Leppä / Vintage Suntory Tastingელიტური იაპონური ვისკი Suntory Hibiki
ელიტური იაპონური ვისკი Suntory Hibiki - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი − Sputnik. იაპონური საკოლექციო ვისკის ბოთლი, რომელიც 5.800 დოლარი ღირს და აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გადასცეს საჩუქრად, დაკარგულია, იუწყება Newsweek-ი სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის ანგარიშზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, 30-წლიანი Suntory Hibiki-ს ბოთლი იაპონიის მთავრობამ 2019 წელს გადასცა პომპეოს, თუმცა ეს არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო პირად საჩუქრად. საქმე ისაა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და სახელმწიფო მოღვაწეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ საჩუქრის მიღება, თუ მისი ფასი 390 დოლარს არ აღემატება. უფრო ძვირადღირებული საჩუქრები ან ეროვნულ არქივს გადაეცემა, ან საჩუქრის ადრესატს შეუძლია საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს მისი ფაქტობრივი ღირებულება და ამ სახით გამოისყიდოს იგი.
მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
სად გაქრა პომპეოს საჩუქარი: სახელმწიფო დეპარტამენტი ელიტური ვისკის ბოთლს ეძებს
ვისკის დაკარგვის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში გავრცელდა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ სად გაქრა ელიტური ვისკის ბოთლი.
როგორც გენერალური ინსპექციის მოხსენებაშია ნათქვამი, საჩუქრების საცავში 2020 წლის 3 აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე სულ 77 ადამიანი იყო შესული. გამოძიების დაწყების მომენტისთვის მათ უმეტესობას უკვე დატოვებული ჰქონდა პოსტები მთავრობაში.
ამასთან აღინიშნება, რომ საცავში ასევე ვერ აღმოაჩინეს 22-კარატიანი ოქროს მონეტა. სხვა საჩუქრების პოვნა, რომლებიც ასევე ითვლებოდა დაკარგულად, მაინც მოხერხდა. მათ შორისაა: G7-ის ლიდერებისთვის საჩუქრად შეძენილი სპილენძის ლარნაკები (ფასი 20 ათასი დოლარი), ტყავის პორტფელები და მარმარილოს ზარდახშები სუვენირებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0