https://sputnik-georgia.com/20210807/amerikaS-pompeosTvis-naCuqar-viskis-eZeben-252528073.html
სად გაქრა პომპეოს საჩუქარი: სახელმწიფო დეპარტამენტი ელიტური ვისკის ბოთლს ეძებს
სად გაქრა პომპეოს საჩუქარი: სახელმწიფო დეპარტამენტი ელიტური ვისკის ბოთლს ეძებს
Sputnik საქართველო
როგორც რეესტრის ჩანაწერებიდან ირკვევა, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს რამდენიმე ათას დოლარად ღირებული ვისკი იაპონიის მთავრობამ უსახსოვრა 07.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-07T12:14+0400
2021-08-07T12:14+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250067453_0:0:3279:1845_1920x0_80_0_0_a1fb788c7987fad87ce873130cb1b5af.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ სად გაქრა თავის დროზე სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთვის ნაჩუქარი ელიტური ვისკის ბოთლი, რომელიც 5800 დოლარი ღირს, იუწყება Fox News-ი.როგორც თავად პომპეო აცხადებს, არანაირი იდეა არ აქვს, სად შეიძლება იყოს ძვირადღირებული სასამელი და ამასთან მიანიშნა, რომ ვისკი შესაძლოა სახელმწიფო დეპარტამენტის „არაკომპეტენტურობის გამო“ დაიკარგა.შესაბამის რეესტრებში არსებული ჩანაწერის თანახმად, იაპონიის მთავრობამ 2019 წელს გადასცა ეს საჩუქარი აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანს. იქვე გაკეთებულია აღნიშვნა: „განკარგულება უცნობია“.აღსანიშნავია, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და სახელმწიფო მოღვაწეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ საჩუქრის მიღება, თუ მისი ფასი 390 დოლარს არ აღემატება. უფრო ძვირადღირებული საჩუქრები ამნ ეროვნულ არქივს გადაეცემა, ან საჩუქრის ადრესატს შეუძლია საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს მისი ფაქტობრივი ღირებულება და ამ სახით გამოისყიდოს იგი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250067453_177:0:2908:2048_1920x0_80_0_0_022095031ce63177b560e2587535a081.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
სად გაქრა პომპეოს საჩუქარი: სახელმწიფო დეპარტამენტი ელიტური ვისკის ბოთლს ეძებს
12:14 07.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) როგორც რეესტრის ჩანაწერებიდან ირკვევა, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს რამდენიმე ათას დოლარად ღირებული ვისკი იაპონიის მთავრობამ უსახსოვრა
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ სად გაქრა თავის დროზე სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთვის ნაჩუქარი ელიტური ვისკის ბოთლი, რომელიც 5800 დოლარი ღირს, იუწყება
Fox News-ი. როგორც თავად პომპეო აცხადებს, არანაირი იდეა არ აქვს, სად შეიძლება იყოს ძვირადღირებული სასამელი და ამასთან მიანიშნა, რომ ვისკი შესაძლოა სახელმწიფო დეპარტამენტის „არაკომპეტენტურობის გამო“ დაიკარგა.
„წარმოდგენა არ მაქვს. სავარაუდოდ, ხელიც არავის უხლია. აზრზე არ ვარ, როგორ დაკარგა სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ნივთი. თუმცა მე შევსწრებივარ მათ უზარმაზარ არაკომპეტენტურობას ჩემი იქ ყოფნის პერიოდში... ეს რომ დიეტური კოლა ყოფილიყო, აუცილებლად მაშინვე ვეცემოდი“, — ხუმრობით დაასრულა პომპეომ თავისი კომენტარი.
შესაბამის რეესტრებში არსებული ჩანაწერის თანახმად, იაპონიის მთავრობამ 2019 წელს გადასცა ეს საჩუქარი აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანს. იქვე გაკეთებულია აღნიშვნა: „განკარგულება უცნობია“.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და სახელმწიფო მოღვაწეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ საჩუქრის მიღება, თუ მისი ფასი 390 დოლარს არ აღემატება. უფრო ძვირადღირებული საჩუქრები ამნ ეროვნულ არქივს გადაეცემა, ან საჩუქრის ადრესატს შეუძლია საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს მისი ფაქტობრივი ღირებულება და ამ სახით გამოისყიდოს იგი.