https://sputnik-georgia.com/20211104/zugdidis-semdeg-qutaisi-nacmozraoba-qalaqebsi-aqciebs-agrzelebs-261800909.html
ზუგდიდის შემდეგ ქუთაისი: „ნაცმოძრაობა“ ქალაქებში აქციებს აგრძელებს
ზუგდიდის შემდეგ ქუთაისი: „ნაცმოძრაობა“ ქალაქებში აქციებს აგრძელებს
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიების ლიდერები მომდევნო აქციას თბილისში შაბათს გამართავენ, მათი განცხადებით, ის უვადო იქნება. 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T19:34+0400
2021-11-04T19:34+0400
2021-11-04T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261772249_0:512:2731:2048_1920x0_80_0_0_591f0252d3b4b9f9eb23ddf2744009f2.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდამჭერები აქციაზე ქუთაისში შეკრიბა.ქუთაისში არჩევნების პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობდა, მეორე ტურში კი ის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან დამარცხდა.ქუთაისის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათ უჭირავთ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მანიშნებლები, ბანერები წარწერით „თავისუფლება მიშას“ და სააკაშვილის გრაფიკული პორტრეტები.საქართველოს ექს-პრეზიდენტი ლიდერების გამოსვლების მთავარი თემა იყო, მათ ტრიბუნიდან გააკეთეს განცხადებები, რომ სააკაშვილი უნდა გადარჩეს და რომ დაუშვებელია ციხის საავადმყოფოში მისი მოთავსება.მისი თქმით, ხელისუფლება არც მალავს, რომ სააკაშვილის სიკვდილი უნდა. სააკაშვილი რუსთავის ციხეში პროტესტის ნიშნად 35-ე დღეა შიმშილობს.მელიას თქმით, ოპოზიცია გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამისთვის ყველა ხერხს გამოიყენებს, თბილისში კი აქცია უვადო იქნება.„ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების აქციები უკვე გაიმართა ბათუმსა და ზუგდიდში, სადაც ლიდერებმა ასევე ისაუბრეს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებისა და ხელისუფლებასთან ბრძოლის აუცილებლობაზე, რომელმაც „არჩევნები მოიპარა“.დღეისათვის ცნობილია, რომ ოპოზიციის რეგიონული პროტესტი თბილისში დასრულდება, სადაც, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიცია მოთხოვნებს წამოაყენებს.
https://sputnik-georgia.com/20211103/mixeil-saakasvili-momxreebi-rustaviscixestanaqciebs-yoveldre-martaven-261772664.html
https://sputnik-georgia.com/20211104/aqcia-zugdidsi-dapirispireba-261786702.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261772249_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_828dc645a93c3cc5527cbf8c7fe8fb91.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ზუგდიდის შემდეგ ქუთაისი: „ნაცმოძრაობა“ ქალაქებში აქციებს აგრძელებს
19:34 04.11.2021 (განახლებულია: 22:32 04.11.2021) ოპოზიციური პარტიების ლიდერები მომდევნო აქციას თბილისში შაბათს გამართავენ, მათი განცხადებით, ის უვადო იქნება.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდამჭერები აქციაზე ქუთაისში შეკრიბა.
ქუთაისში არჩევნების პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობდა, მეორე ტურში კი ის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან დამარცხდა.
ქუთაისის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათ უჭირავთ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მანიშნებლები, ბანერები წარწერით „თავისუფლება მიშას“ და სააკაშვილის გრაფიკული პორტრეტები.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ლიდერების გამოსვლების მთავარი თემა იყო, მათ ტრიბუნიდან გააკეთეს განცხადებები, რომ სააკაშვილი უნდა გადარჩეს და რომ დაუშვებელია ციხის საავადმყოფოში მისი მოთავსება.
„უახლოეს დღეებში თუ ხელისუფლება ნაბიჯს არ გადადგამს, აქციები დიდ ქალაქებში გაგრძელდება. ბოლო გაჩერება იქნება დედაქალაქში. თბილისში მთელი საქართველო ჩავალთ და ისტორიულ უსამართლობას წინ აღვუდგებით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება არც მალავს, რომ სააკაშვილის სიკვდილი უნდა. სააკაშვილი რუსთავის ციხეში პროტესტის ნიშნად 35-ე დღეა შიმშილობს.
მელიას თქმით, ოპოზიცია გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამისთვის ყველა ხერხს გამოიყენებს, თბილისში კი აქცია უვადო იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების აქციები უკვე გაიმართა ბათუმსა და ზუგდიდში, სადაც ლიდერებმა ასევე ისაუბრეს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებისა და ხელისუფლებასთან ბრძოლის აუცილებლობაზე, რომელმაც „არჩევნები მოიპარა“.
დღეისათვის ცნობილია, რომ ოპოზიციის რეგიონული პროტესტი თბილისში დასრულდება, სადაც, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიცია მოთხოვნებს წამოაყენებს.