https://sputnik-georgia.com/20211104/sothebys-auqcionze-rusetidan-farulad-gatanili-zvirfaseuloba-gaiyideba-261785860.html
Sotheby`s-ის აუქციონზე რუსეთიდან ფარულად გატანილი სამეფო ძვირფასეულობა გაიყიდება
Sotheby`s-ის აუქციონზე რუსეთიდან ფარულად გატანილი სამეფო ძვირფასეულობა გაიყიდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. ბრილიანტისა და საფირონის თვლებისგან დამზადებული გულსაბნევისა და საყურეების გარნიტური, რომელიც ფარულად გაიტანეს რუსეთიდან 1917... 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T12:57+0400
2021-11-04T12:57+0400
2023-08-17T12:44+0400
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251280684_0:157:3015:1853_1920x0_80_0_0_41eb902337a26b30c239d0f03a9177c5.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. ბრილიანტისა და საფირონის თვლებისგან დამზადებული გულსაბნევისა და საყურეების გარნიტური, რომელიც ფარულად გაიტანეს რუსეთიდან 1917 წლის რევოლუციის წინ, Sotheby`s-ის აუქციონზე გაიყიდება.გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონი ჟენევაში 10 ნოემბერსაა დაგეგმილი.ძვირფასეულობა, რომლის საწყისი ფასიც 300-500 ათასი დოლარია, ოდესღაც რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის მამიდას, დიდ კნეინა მარია რომანოვას ეკუთვნოდა.ისტორია მოგვითხრობს, რომ მარია რომანოვამ, რომელიც იმ მომენტისთვის კავკასიაში იმყოფებოდა, თავის ახლო მეგობარს, ბრიტანელ არისტოკრატსა და ანტიკვარს, 55 წლის ალბერტ ჰენრი სტოპფორდს სთხოვა, ჩაეტანა მისი ძვირფასი სამკაულები ლონდონში.როგორც ირკვევა, სტოპფორდმა უბრალო მუშის სამოსი გადაიცვა და ჯერ კიდევ გაუძარცვავი ვლადიმირის სასახლისკენ გაეშურა. შენობაში ის საიდუმლო კარიდან შევიდა, ძვირფასეულობა აიღო, ძველ გაზეთში გაახვია და გეზი კავკასიისკენ აიღო, სადაც ელოდებოდა კიდეც დიდი კნეინა.1917 წლის 26 სექტემბერს სტოპფორდი ლონდონში გაემგზავრა. მის ბარგს შორის იყო ტყავის საკვოიაჟი, რომელშიც 244 საიუველირო ნაკეთობა იდო. მათ შორის, საფირონის გულსაბნევისა და საყურეების გარდა, ასევე იყო ვლადიმირ ტიარა, რომელიც დღეს ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის საკუთრებაა.მარია რომანოვას ძვირფასეულობა მემკვიდრეობით გადაეცა მის ქალიშვილ ელენას, რომლის ოჯახშიც რჩებოდა ისინი 2009 წლის 17 ნოემბრამდე − სანამ Sotheby`s-ის აუქციონზე ის სხვა ევროპელმა დიდგვაროვანთა ოჯახმა არ შეიძინა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251280684_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ba6b85b9198269f156fa92de47a9360f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. ბრილიანტისა და საფირონის თვლებისგან დამზადებული გულსაბნევისა და საყურეების გარნიტური, რომელიც ფარულად გაიტანეს რუსეთიდან 1917 წლის რევოლუციის წინ,
Sotheby`s-ის აუქციონზე გაიყიდება.
გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონი ჟენევაში 10 ნოემბერსაა დაგეგმილი.
ძვირფასეულობა, რომლის საწყისი ფასიც 300-500 ათასი დოლარია, ოდესღაც რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის მამიდას, დიდ კნეინა მარია რომანოვას ეკუთვნოდა.
ისტორია მოგვითხრობს, რომ მარია რომანოვამ, რომელიც იმ მომენტისთვის კავკასიაში იმყოფებოდა, თავის ახლო მეგობარს, ბრიტანელ არისტოკრატსა და ანტიკვარს, 55 წლის ალბერტ ჰენრი სტოპფორდს სთხოვა, ჩაეტანა მისი ძვირფასი სამკაულები ლონდონში.
როგორც ირკვევა, სტოპფორდმა უბრალო მუშის სამოსი გადაიცვა და ჯერ კიდევ გაუძარცვავი ვლადიმირის სასახლისკენ გაეშურა. შენობაში ის საიდუმლო კარიდან შევიდა, ძვირფასეულობა აიღო, ძველ გაზეთში გაახვია და გეზი კავკასიისკენ აიღო, სადაც ელოდებოდა კიდეც დიდი კნეინა.
1917 წლის 26 სექტემბერს სტოპფორდი ლონდონში გაემგზავრა. მის ბარგს შორის იყო ტყავის საკვოიაჟი, რომელშიც 244 საიუველირო ნაკეთობა იდო. მათ შორის, საფირონის გულსაბნევისა და საყურეების გარდა, ასევე იყო ვლადიმირ ტიარა, რომელიც დღეს ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის საკუთრებაა.
მარია რომანოვას ძვირფასეულობა მემკვიდრეობით გადაეცა მის ქალიშვილ ელენას, რომლის ოჯახშიც რჩებოდა ისინი 2009 წლის 17 ნოემბრამდე − სანამ Sotheby`s-ის აუქციონზე ის სხვა ევროპელმა დიდგვაროვანთა ოჯახმა არ შეიძინა.