https://sputnik-georgia.com/20211104/saakasvilma-protestis-nisnad-eqimebis-konsiliumze-uari-ganacxada-261802317.html
სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად ექიმების კონსილიუმზე უარი განაცხადა
სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად ექიმების კონსილიუმზე უარი განაცხადა
Sputnik საქართველო
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ შერჩეული ექიმები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იცავენ მის ინტერესებს. 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T21:01+0400
2021-11-04T21:01+0400
2021-11-04T22:41+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260555968_0:132:1280:852_1920x0_80_0_0_e8a153ec64ad8526ba06576bec2393d3.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფოს მიერ დანიშნული ექიმების კონსილიუმზე უარი თქვა პროტესტის ნიშნად, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მასთან ალტერნატიული კონსილიუმი არ დაუშვა, განაცხადა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.ალტერნატიული კონსილიუმი სააკაშვილის ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ ინიციატივით შეიქმნა. ამ კონსილიუმს უნდა ეკონტროლებინა მოშიმშილე ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობა, რადგან არ ენდობა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის გადაწყვეტილებებს.გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ შერჩეული ექიმები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იცავენ მის ინტერესებს.ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს აღენიშნება „მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები“ და მისი მდგომარეობა გაუარესდა.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
https://sputnik-georgia.com/20211104/saakasvilis-dedam-zelenskis-ukrainasi-eqstradirebis-txovnit-mimarta-261799451.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260555968_45:162:926:822_1920x0_80_0_0_808ffe0687259715310ca6282b52158c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად ექიმების კონსილიუმზე უარი განაცხადა
21:01 04.11.2021 (განახლებულია: 22:41 04.11.2021) სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ შერჩეული ექიმები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იცავენ მის ინტერესებს.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფოს მიერ დანიშნული ექიმების კონსილიუმზე უარი თქვა პროტესტის ნიშნად, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მასთან ალტერნატიული კონსილიუმი არ დაუშვა, განაცხადა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
ალტერნატიული კონსილიუმი სააკაშვილის ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ ინიციატივით შეიქმნა. ამ კონსილიუმს უნდა ეკონტროლებინა მოშიმშილე ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობა, რადგან არ ენდობა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის გადაწყვეტილებებს.
„მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იგი აღარ მიიღებს ექიმთა კონსილიუმში მონაწილეობას, ანუ აღარ გაივლის მათ კვლევას იმ დრომდე, ვიდრე არ იქნება დაშვებული ალტერნატიული სამედიცინო კომისია“, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ შერჩეული ექიმები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იცავენ მის ინტერესებს.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს აღენიშნება „მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები“ და მისი მდგომარეობა გაუარესდა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.