https://sputnik-georgia.com/20211104/saakasvilis-dedam-zelenskis-ukrainasi-eqstradirebis-txovnit-mimarta-261799451.html
სააკაშვილის დედამ ზელენსკის ექს-პრეზიდენტის უკრაინაში ექსტრადირების თხოვნით მიმართა
სააკაშვილის დედამ ზელენსკის ექს-პრეზიდენტის უკრაინაში ექსტრადირების თხოვნით მიმართა
Sputnik საქართველო
გიული ალასანიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობს, სადაც ასეთი ავადმყოფების სამკურნალოდ... 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T19:20+0400
2021-11-04T19:20+0400
2021-11-04T22:26+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260107609_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_138128f9833e5203895758d65bf4a841.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდა, დაეხმაროს მის შვილს და ორგანიზება გაუწიოს მის გადაყვანას ქართული ციხიდან უკრაინაში სამკურნალოდ.სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ქვეყნის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი.მან ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა შიმშილობს.„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?! ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს არავის აწუხებს. ერთადერთი, რასაც სთავაზობენ ჩემს შვილს, ციხის საავადმყოფოა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, საერთოდ არ არის პირობები ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
https://sputnik-georgia.com/20211104/saakasvils-gulis-problemebi-daewyo-eqs-prezidentis-piradi-eqimi-261776281.html
https://sputnik-georgia.com/20211025/advokati-saakasvilis-sasicocxlo-maceveneblebi-kritikul-zrvarzea-261469001.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260107609_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_9593e2b1fa9a0f4fbc20724529496d1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის დედამ ზელენსკის ექს-პრეზიდენტის უკრაინაში ექსტრადირების თხოვნით მიმართა
19:20 04.11.2021 (განახლებულია: 22:26 04.11.2021) გიული ალასანიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობს, სადაც ასეთი ავადმყოფების სამკურნალოდ პირობები არ არსებობს.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდა, დაეხმაროს მის შვილს და ორგანიზება გაუწიოს მის გადაყვანას ქართული ციხიდან უკრაინაში სამკურნალოდ.
სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ქვეყნის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი.
„ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ. მინდა მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ დაგვეხმარა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. საჭიროა როგორმე ორგანიზება გაეწიოს მიხეილის აქ, უკრაინაში გადმოყვანას, რათა აქ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, შესაბამისი მოვლა და როგორმე გადარჩეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ ვიდეომიმართვაში, რომელიც ხუთშაბათს სააკაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
მან ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა შიმშილობს.
„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?! ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს არავის აწუხებს. ერთადერთი, რასაც სთავაზობენ ჩემს შვილს, ციხის საავადმყოფოა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, საერთოდ არ არის პირობები ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.