როგორ ამოვიცნოთ კორონავირუსი ძაღლებსა და კატებში: ვეტერინარის განმარტება

© Pixabay / StockSnapკატა და ძაღლი
კატა და ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. თუ თქვენს შინაურ ბინადარს − კატას ან ძაღლს კორონავირუსი აქვს, ამის დადგენა გარკვეული სიმპტომებით შეგიძლიათ, აცხადებენ ვეტერინარები.
ექსპერტების განმარტებით, ძაღლები და კატები კორონავირუსით ხშირად არ ავადდებიან. ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ ცხოველს ინფიცირებულთან ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტი აქვს.
ადამიანის გულზე მიკრული ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
ძაღლები გრძნობენ, როდის იტყუება ადამიანი: მეცნიერების უახლესი კვლევა
სპეციალისტების თქმით, დაავადების სიმპტომები სახლის ბინადრებში შეიძლება იყოს:
ხველება,
გამონადენი ცხვირიდან,
ძილიანობა,
მძიმე სუნთქვა.
თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ, თქვენი ბინადარი ვეტერინართან უნდა წაიყვანოთ, სადაც მას ცხვირიდან ნაცხს აუღებენ და დაადგენენ, აქვს თუ არა მას კორონავირუსი. საქმე ისაა, რომ ანალოგიური სიმპტომები ახასიათებს სხვა რესპირატორულ ინფექციებსაც, მაგალითად, მიკოპლაზმოზს.
ვეტერინარების თქმით, სახლის ბინადრებს კორონავირუსი უმეტესწილად მსუბუქად გადააქვთ, ზოგჯერ უსიმპტომოდაც. დაავადება მძიმე ფორმას უკიდურესად იშვიათად იძენს.

„თუ ცხოველს დიაგნოზი დაუდასტურდება, მაგრამ ის თავს ნორმალურად გრძნობს, მკურნალობა საჭირო არ არის − უბრალოდ დააკვირდით მის მდგომარეობას. თუ ახალი სიმპტომები იჩენს თავს ან უარესად გახდება, მაშინ უკვე ვეტერინარის ჩარევა გახდება საჭირო მკურნალობისთვის“, − აღნიშნა ექსპერტმა РИА Новости-სთან საუბრისას.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ არსებობს კატის კორონავირუსი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო COVID-19-თან. ირკვევა, რომ ის თითქმის ყველა კატას აქვს და არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს, თუმცა იშვიათად მაინც იწვევს ინფექციურ პერიტონიტსა და ენტერიტს.
ამასთან სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ადამიანებისა და ძაღლებისთვის კატის კორონავირუსი საშიში არ არის, ვინაიდან ამ ვირუსით მხოლოდ და მხოლოდ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები ინფიცირდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0