ძაღლები გრძნობენ, როდის იტყუება ადამიანი: მეცნიერების უახლესი კვლევა

CC BY-SA 2.0 / Aaron Jacobs / Loving Klausადამიანის გულზე მიკრული ძაღლი
ადამიანის გულზე მიკრული ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
მანამდე მეცნიერებმა მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს ბავშვებსა და მაიმუნებზე და დაადგინეს, რომ ისინი უფრო ხშირად ენდობოდნენ აშკარად მატყუარა ადამინებს, ვიდრე ძაღლები
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ძაღლებს აქვთ უნარი განსაზღვრონ, ატყუებს თუ არა მათ ესა თუ ის ადამიანი, ნათქვამია კვლევაში, რომელსაც Proceedings of the Royal Society B აქვეყნებს.
გმირი ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
მსოფლიო დღეს
11 სექტემბრის ტრაგედია: ეროვნული გმირი ძაღლების სულისშემძვრელი ისტორიები
როგორც ირკვევა, ვენის უნივერსიტეტის სწავლულებმა სამი ექსპერიმენტი ჩაატარეს სხვადასხვა ჯიშის 260 ძაღლის მონაწილეობით.
პირველ ეტაპზე ძაღლებს ორ გაუმჭვირვალე ჭურჭელს უდგამდნენ, რომელთაგან ერთი ცარიელი იყო, ხოლო მეორეში ნუგბარი იდო. ამის შემდეგ ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე ადამიანი (№1), რომელიც ძაღლებს მანამდე ნანახი არ ჰყავდათ, მათ კარნახობდა, რომელ ჯამში იდო საჭმელი. ისინიც მითითებულ ჭურჭელს ირჩევდნენ და შესაბამის ჯილდოსაც იღებდნენ.
მეორე ეტაპზე უკვე სხვა ადამიანი შედიოდა ძაღლებთან და მათი თანდასწრებით გადაჰქონდა საჭმელი ერთი ჯამიდან მეორეში. ამ ყველაფერს ასევე ესწრებოდა ექსპერიმენტის პირველი ეტაპის მონაწილეც — №1 უბრალოდ თვალს ადევნებდა პროცესს. შემდეგ ის ოთახიდან გავიდა,  ხოლო №2-მა საჭმლის გადანაცვლების პროცედურა გაიმეორა. როდესაც №1 კვლავ შევიდა ოთახში და ძაღლებს უკარნახა, რომელ ჯამში იდო საჭმელი, ძაღლებმა მის რჩევას ყურადღება არ მიაქციეს. ანუ ისინი უბრალოდ არ ენდნენ ადამიანს, რომელიც პროცესს არ ესწრებოდა.
ადამიანი და ცხოველი — ხელი ხელს - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2020
მეცნიერების დასკვნა: ადამიანებს ძაღლები უფრო ეცოდებათ, ვიდრე თანამოძმეები
გარდა ამისა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ საცდელი ძაღლების ნახევარზე მეტი არ ენდო იმ ადამიანის რჩევას, რომელიც ხედავდა, როგორ გადაჰქონდათ საჭმელი ერთი ჯამიდან მეორეში, მერე კი ცდილობდა, დაერწმუნებინა ძაღლები, რომ საჭმელი ცარიელ ჯამში იდო.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ძაღლს აქვს უნარი, ამოიცნოს, როდის იტყუება ადამიანი.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მანამდე მსგავსი ექსპერიმენტი ჩატარდა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებზე, ასევე მაკაკებსა და შიმპანზეებზე. ყველა კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ბავშვები და მაიმუნები ბევრად ხშირად ენდობოდნენ აშკარა მატყუარას, ვიდრე ძაღლები.
ყველა ახალი ამბავი
0