მოსწავლეების საყურადღებოდ! ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო

© National Assessment and Examinations Centerაუდიტორია
აუდიტორია  - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაა.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას 4 ნოემბრიდან 26 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა მიმართონ.
ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ X-XII კლასის მოსწავლეებს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და თითოეული ტური ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას.
ნოუბუქი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტით ისარგებლებენ
2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მონაწილეს შორის.
ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე იმ ნაკრებებისთვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სავალდებულო საგნებში ტარდება. სურვილის შემთხვევაში მასში ჩართვის საშუალება საბაზო საფეხურის მოსწავლეებსაც აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0