https://sputnik-georgia.com/20211104/2021-wlis-cxra-tveshi-305-adamiani-daigupa-avariis-shedegad-261777239.html
შემაშფოთებელი სტატისტიკა: 2021 წლის ცხრა თვეში ავტოავარიას 305 ადამიანი ემსხვერპლა
შემაშფოთებელი სტატისტიკა: 2021 წლის ცხრა თვეში ავტოავარიას 305 ადამიანი ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლაა. 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T10:21+0400
2021-11-04T10:21+0400
2021-11-04T14:19+0400
საზოგადოება
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/02/239610245_0:86:2544:1517_1920x0_80_0_0_a86b0a60a6f143b9775a771c8dc8c287.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 305 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5,7 ათასი დაშავდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის სამ კვარტალში 4.335 ავარია მოხდა. შემთხვევების 46% თბილისზე მოდის.საქართველოს დედაქალაქში მომხდარი ავარიების შედეგად დაიღუპა 41 და დაშავდა 2.379 ადამიანი.რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.ქვეყნის ცალკეულ რეგიონში ვითარება ასეთია:რეგიონი, ავარიების რაოდენობა, დაღუპულთა რაოდენობა, დაშავებულთა რაოდენობააჭარა – 359, 26, 374სამეგრელო–ზემო სვანეთი – 241, 26, 26იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 445, 63, 621შიდა ქართლი – 277, 25, 492ქვემო ქართლი – 339, 33, 392კახეთი – 378, 41, 516სამცხე-ჯავახეთი – 107, 12, 154მცხეთა-მთიანეთი – 121, 28, 148გურია – 90, 10, 147ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზები და სახეობები2021 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შემთხვევებია – 2.105 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 3.006 ადამიანი. ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა ქვეითზე შეჯახება – მიმდინარე წლის სამ კვარტალში 648 მსგავსი ფაქტი მოხდა, გარდაიცვალა 44 და დაშავდა 656 ადამიანი.ავტოავარიების მიზეზებს შორის მესამე ადგილზეა შეჯახება დაბრკოლებაზე – მიმდინარე წლის ცხრა თვეში 208 მსგავსი შემთხვევის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, 280 კი კლინიკებში აღმოჩნდა.გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 35 ავარია ველოსიპედისტის, 183 კი მოტოციკლეტისტის მონაწილეობით მოხდა – დაიღუპა 6 და დაშავდა 231 ადამიანი.რაც შეეხება ავარიების მიზეზებს, ავარიების დიდი ნაწილი მოხდა გასწრების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბებისა და ქვეითთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის შედეგად.
https://sputnik-georgia.com/20211019/telavsi-avarias-erti-adamianis-sicocxle-emsxverpla-261309885.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/02/239610245_204:0:2340:1602_1920x0_80_0_0_b70f4e64e1efd2ace7dfec365012024c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
შემაშფოთებელი სტატისტიკა: 2021 წლის ცხრა თვეში ავტოავარიას 305 ადამიანი ემსხვერპლა
10:21 04.11.2021 (განახლებულია: 14:19 04.11.2021) საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლაა.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 305 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5,7 ათასი დაშავდა,
ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის სამ კვარტალში 4.335 ავარია მოხდა. შემთხვევების 46% თბილისზე მოდის.
საქართველოს დედაქალაქში მომხდარი ავარიების შედეგად დაიღუპა 41 და დაშავდა 2.379 ადამიანი.
რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
ქვეყნის ცალკეულ რეგიონში ვითარება ასეთია:
რეგიონი, ავარიების რაოდენობა, დაღუპულთა რაოდენობა, დაშავებულთა რაოდენობა
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 241, 26, 26
იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 445, 63, 621
შიდა ქართლი – 277, 25, 492
ქვემო ქართლი – 339, 33, 392
სამცხე-ჯავახეთი – 107, 12, 154
მცხეთა-მთიანეთი – 121, 28, 148
ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზები და სახეობები
2021 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შემთხვევებია – 2.105 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 3.006 ადამიანი.
ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა ქვეითზე შეჯახება – მიმდინარე წლის სამ კვარტალში 648 მსგავსი ფაქტი მოხდა, გარდაიცვალა 44 და დაშავდა 656 ადამიანი.
ავტოავარიების მიზეზებს შორის მესამე ადგილზეა შეჯახება დაბრკოლებაზე – მიმდინარე წლის ცხრა თვეში 208 მსგავსი შემთხვევის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, 280 კი კლინიკებში აღმოჩნდა.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 35 ავარია ველოსიპედისტის, 183 კი მოტოციკლეტისტის მონაწილეობით მოხდა – დაიღუპა 6 და დაშავდა 231 ადამიანი.
რაც შეეხება ავარიების მიზეზებს, ავარიების დიდი ნაწილი მოხდა გასწრების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბებისა და ქვეითთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის შედეგად.